პრემიერის პროგნოზები 2022 წლისთვის: ეკონომიკის ზრდა და სახელმწიფო ვალის შემცირება

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ვალი 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 51,1%-მდე შემცირდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო გარანტიით აღებული სესხებისა და საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წელს 31,3%-ით გაიზარდა და 7,5 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

„2022 წელს მშპ-თან მიმართებით ჩვენი საგარეო ვალი 60%-დან 51,1%-მდე შემცირდება. კონსოლიდირებული ბიუჯეტი 21,8 მლრდ ლარი იქნება. 2022 წელს ჩვენ ვგეგმავთ ეკონომიკის 6%-ით გაზრდას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკის საერთო მოცულობა 65 მლრდ ლარი იქნება, რაც ნიშნავს, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5,5 ათას დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
თხილის გადამამუშავებელი საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
საქართველოს ეკონომიკის ზრდა გრძელდება – ახალი სტატისტიკა
„წელს ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით ბიუჯეტი 1.310 მილიონი ლარით გავზარდოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ მიმდინარე წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
ათ თვეში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,05% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0