მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერი დავოსში მიიწვია

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიაში მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2022 წლის 17-21 იანვარს შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში გაიმართება, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღონისძიებაზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა ოფიციალურად მიიწვია.
„მსოფლიოს გამოჩენილი პოლიტიკური, სამეწარმეო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეკრება აუცილებელია თანამშრომლობის გზით მომავლის შენების რწმენის განსამტკიცებლად. ფორუმის მონაწილეები მადლიერნი იქნებიან, თუ ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ თქვენი ხედვა საქართველოში სტაბილური და თანაბარი ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფის შესახებ“, – ნათქვამია პრემიერისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობის აპარატთან ურთიერთხელსაყრელი კავშირების გასაღრმავებლად.
„მოუთმენლად ველი, რომ პირადად გიმასპინძლებთ დავოსში", – აღნიშნავს კლაუს შვაბი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც სინგაპურში აგვისტოში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
მოსალოდნელი იყო, რომ მის ფარგლებში მსოფლიო ლიდერების სპეციალური შეხვედრა გაიმართებოდა, რომელიც უნდა ყოფილიყო პირველი გლობალური სამიტი, სადაც პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის პრობლემების განხილვა მოხდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0