https://sputnik-georgia.com/20211206/turnava-interraostan-dava-energotaripze-ar-aisaxeba-262633235.html
თურნავა: „ინტერ რაოსთან“ დავა ენერგოტარიფებზე არ აისახება
თურნავა: „ინტერ რაოსთან“ დავა ენერგოტარიფებზე არ აისახება
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. როგორც არ უნდა დასრულდეს იუსტიციის სამინისტროსა და კომპანია „ინტერ რაოს“ შორის დავა, ეს არ აისახება სამომხმარებლო ტარიფებზე... 06.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-06T18:51+0400
2021-12-06T18:51+0400
2021-12-06T21:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23416/31/234163112_0:74:1201:749_1920x0_80_0_0_e24ddc87f198ac89d882449e61866231.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. როგორც არ უნდა დასრულდეს იუსტიციის სამინისტროსა და კომპანია „ინტერ რაოს“ შორის დავა, ეს არ აისახება სამომხმარებლო ტარიფებზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას რუსული ენერგოჰოლდინგის „ინტერ რაოს" შვილობილი კომპანიებისთვის 80,5 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა. ქართული მხარე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დავის გაგრძელებას ცდილობს.„2007 და 2011 წლებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რომლითაც 2025 წლამდე დადგინდა შემოსავლის გარკვეული მოცულობა, რომელიც „თელასმა“ ტარიფების მომატების ხარჯზე უნდა მიიღოს. 2014 წელს სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები იყო ობიექტური და უფრო მაღალი ტარიფი არ უნდა დადგენილიყო და არ უნდა დადგინდეს, მიუხედავად იმისა, რომ „ინტერ რაო“ ამას მოითხოვს“, – განაცხადა თურნავამ. სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა „ინტერ რაოს" შვილობილმა კომპანიებმა Gardabani Holdings-მა, რომელიც ორ ქართულ ჰესს - „ხრამი-1"-სა და „ხრამი-2"-ს ფლობს, და Silk Road Holdings-მა, რომელსაც ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის" (ემსახურება თბილისს) 75% ეკუთვნის. მოსარჩელე მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის დევალვაციით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას მოითხოვს.რუსული ენერგოჰოლდინგის ვერსიით, საუბარია საქართველოს მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე, რომელიც, საქართველოსა და ნიდერლანდს შორის „ინვესტიციების სტიმულირებისა და ურთიერთდაცვის შესახებ" შეთანხმების თანახმად, გულისხმობს ინვესტიციებისადმი სამართლიან და თანასწორ დამოკიდებულებას. კერძოდ, დავა შეეხება 2014 წელს ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით ენერგოტარიფების მომატებაზე საქართველოს ხელისუფლების უარს.
https://sputnik-georgia.com/20211201/saqartvelo-gaasacivrebs-stokholmis-sasamartlos-gadawyvetilebas-inter-rao-262517743.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23416/31/234163112_0:0:1067:800_1920x0_80_0_0_35b67237d83105b7aabd901bd45ef391.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. როგორც არ უნდა დასრულდეს იუსტიციის სამინისტროსა და კომპანია „ინტერ რაოს“ შორის დავა, ეს არ აისახება სამომხმარებლო ტარიფებზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას რუსული ენერგოჰოლდინგის „ინტერ რაოს" შვილობილი კომპანიებისთვის 80,5 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა. ქართული მხარე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დავის გაგრძელებას ცდილობს.
„2007 და 2011 წლებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რომლითაც 2025 წლამდე დადგინდა შემოსავლის გარკვეული მოცულობა, რომელიც „თელასმა“ ტარიფების მომატების ხარჯზე უნდა მიიღოს. 2014 წელს სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები იყო ობიექტური და უფრო მაღალი ტარიფი არ უნდა დადგენილიყო და არ უნდა დადგინდეს, მიუხედავად იმისა, რომ „ინტერ რაო“ ამას მოითხოვს“, – განაცხადა თურნავამ.
სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა „ინტერ რაოს" შვილობილმა კომპანიებმა Gardabani Holdings-მა, რომელიც ორ ქართულ ჰესს - „ხრამი-1"-სა და „ხრამი-2"-ს ფლობს, და Silk Road Holdings-მა, რომელსაც ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის" (ემსახურება თბილისს) 75% ეკუთვნის. მოსარჩელე მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის დევალვაციით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას მოითხოვს.
რუსული ენერგოჰოლდინგის ვერსიით, საუბარია საქართველოს მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე, რომელიც, საქართველოსა და ნიდერლანდს შორის „ინვესტიციების სტიმულირებისა და ურთიერთდაცვის შესახებ" შეთანხმების თანახმად, გულისხმობს ინვესტიციებისადმი სამართლიან და თანასწორ დამოკიდებულებას. კერძოდ, დავა შეეხება 2014 წელს ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით ენერგოტარიფების მომატებაზე საქართველოს ხელისუფლების უარს.