https://sputnik-georgia.com/20211201/saqartvelo-gaasacivrebs-stokholmis-sasamartlos-gadawyvetilebas-inter-rao-262517743.html
საქართველომ „ინტერ რაოსთან" დავის შესახებ სტოკჰოლმის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
საქართველომ „ინტერ რაოსთან" დავის შესახებ სტოკჰოლმის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
Sputnik საქართველო
საქართველომ რუსულ „ინტერ რაოს" 80,5 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს. 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T18:14+0400
2021-12-01T18:14+0400
2021-12-01T22:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23103/77/231037732_0:865:1365:1633_1920x0_80_0_0_650678860e3930229449703d6236cd29.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ გაასაჩივრა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო ვალდებულია რუსული ენერგოჰოლდინგის „ინტერ რაოს" შვილობილ კომპანიებს 80,5 მლნ დოლარი გადაუხადოს, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა „ინტერ რაოს" შვილობილმა კომპანიებმა Gardabani Holdings-მა, რომელიც ორ ქართულ ჰესს - „ხრამი-1"-სა და „ხრამი-2"-ს ფლობს, და Silk Road Holdings-მა , რომელსაც ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის" (ემსახურება თბილისს) 75% ეკუთვნის. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის დევალვაციით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას ითხოვდნენ.განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ, იმისდა მიუხედავად, თუ რითი დასრულდება ეს დავა, სამომხმარებლო ტარიფები საქართველოში არ შეიცვლება.რუსული ენერგოჰოლდინგის ვერსიით, საუბარია საქართველოს მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე, რომელიც, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის „ინვესტიციების სტიმულირებისა და ურთიერთდაცვის შესახებ" შეთანხმების თანახმად, გულისხმობს ინვესტიციებისადმი სამართლიან და თანასწორ დამოკიდებულებას. კერძოდ, დავა შეეხება 2014 წელს ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით ენერგოტარიფების მომატებაზე საქართველოს ხელისუფლების უარს.„სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი", – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23103/77/231037732_0:770:1365:1794_1920x0_80_0_0_8a6a9575c02b06ad0b1d231251c470bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველომ „ინტერ რაოსთან" დავის შესახებ სტოკჰოლმის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
18:14 01.12.2021 (განახლებულია: 22:05 01.12.2021) საქართველომ რუსულ „ინტერ რაოს" 80,5 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ გაასაჩივრა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო ვალდებულია რუსული ენერგოჰოლდინგის „ინტერ რაოს" შვილობილ კომპანიებს 80,5 მლნ დოლარი გადაუხადოს, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა „ინტერ რაოს" შვილობილმა კომპანიებმა Gardabani Holdings-მა, რომელიც ორ ქართულ ჰესს - „ხრამი-1"-სა და „ხრამი-2"-ს ფლობს, და Silk Road Holdings-მა , რომელსაც ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის" (ემსახურება თბილისს) 75% ეკუთვნის. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის დევალვაციით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას ითხოვდნენ.
„ინტერ რაო" ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80,5 მილიონი აშშ დოლარი", – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ, იმისდა მიუხედავად, თუ რითი დასრულდება ეს დავა, სამომხმარებლო ტარიფები საქართველოში არ შეიცვლება.
რუსული ენერგოჰოლდინგის ვერსიით, საუბარია საქართველოს მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე, რომელიც, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის „ინვესტიციების სტიმულირებისა და ურთიერთდაცვის შესახებ" შეთანხმების თანახმად, გულისხმობს ინვესტიციებისადმი სამართლიან და თანასწორ დამოკიდებულებას. კერძოდ, დავა შეეხება 2014 წელს ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით ენერგოტარიფების მომატებაზე საქართველოს ხელისუფლების უარს.
„სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი", – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.