ღირსეული „ფრენა“ ქართული ფოლკლორის სამსახურში და გურჯაანელებთან დამეგობრებული ესტონელები

© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური
რუსუდან ჩიტაური - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
გამოწერა
კლასიკური განსაზღვრით, ხალხური შემოქმედება ერის სულიერი ცხოვრების ამსახველი ყველა სახის პროფესიული ხელოვნების სათავეა.
რუსუდან ჩიტაურმა, რომელიც არაჩვეულებრივი მუსიკოსი და ფოლკლორისტია, პირველად ეს ოჯახში გააცნობიერა. დღეს გურჯაანის სამუსიკო გაერთიანებაში სასწავლო-მეთოდოლოგიის დარგის მთავარ სპეციალისტად მუშაობს. ამ სფეროში მოსვლის დღიდან რაიონში ჩატარებული ბევრი წარმატებული პროექტის ინიციატორი და ავტორია.
მისი საერთაშორისო წარმატებებიდან გავიხსენებთ 2005 წელს გერმანიაში საგუნდო და ხალხური სიმღერის ფესტივალზე მოპოვებულ საპატიო პრიზს. 2015 წელს მისი აღსაზრდელები თბილისის პირველი ეროვნული საგუნდო მუსიკის კონკურსის ოქროს მედალოსნები გახდნენ. მისი სტუდენტები კი ცნობილ ფოლკლორულ ანსამბლებში მღერიან და უკვე თავადაც ჰყავთ ანსამბლი. ქალბატონი რუსუდანის ნაშრომი შევიდა ინგლისურ ენაზე დაბეჭდილ სამტომეულში „საქართველოს სიძველენი“, სადაც ერთი ტომი ქართულ ხალხურ სიმღერას დაეთმო.
© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური
რუსუდან ჩიტაური - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
რუსუდან ჩიტაური
- ქალბატონო რუსუდან, როგორი იყო თქვენი ოჯახის მუსიკალური ტრადიციები, საიდანაც მუსიკისადმი თქვენი სიყვარული იღებს საფუძველს?
- ჩემი ბავშვობისა და მოსწავლეობის ძვირფასი წლები გურჯაანთანაა დაკავშირებული. ქართული სიმღერისადმი სიყვარული გადმომეცა დედისგან, რომელიც კარგად მღეროდა. ეს უკვე საბავშვო ბაღში გამოჩნდა. ჯერ კიდევ ოთხი-ხუთი წლის ასაკში კომპოზიტორ მერი დავითაშვილის ყველა სიმღერას ვმღეროდი. 60-იან წლებში გურჯაანის სამუსიკო სკოლის დირექტორად და დამფუძნებლად მოგვევლინა მუსიკოსი ვახტანგ კოპინაშვილი, რომლის დამსახურებაა მუსიკისადმი ჩემი სერიოზული მიდგომა. ასევე ხალხური სიმღერის სიყვარულთანაა დაკავშირებული რადიოგადაცემა, რომელსაც ბავშვობაში ხშირად ვუსმენდი. ეს იყო გადაცემა „სოფლის დილა", სადაც სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები ჟღერდა. ვფიქრობ, ჩემი პროფესიის არჩევანი სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა. ამის შემდეგ იყო სკოლა და სამუსიკო სასწავლებელი.
© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური
რუსუდან ჩიტაური - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
რუსუდან ჩიტაური
- სამუსიკო სკოლაში სწავლის დროიდან რას გაიხსენებთ?
- არასოდეს დამავიწყდება სამუსიკო სკოლის მოსწავლეების კონცერტები, რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზში (მაშინდელ კულტურის სახლში) ტარდებოდა. მახსოვს რაიონის მასშტაბით საშუალო სკოლების მოსწავლეთა გუნდების დათვალიერებები, სადაც ყველა სოფლის სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას. მე პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და ჩვენი გუნდი ოთარ ბეციაშვილის ხელმძღვანელობით მუდამ გადიოდა იმ დათვალიერებაზე. მე ხან სოლისტი ვიყავი, ხან - კონცერტმაისტერი. მახსოვს თეატრალური დასი გურჯაანის კულტურის სახლში, სადაც სპექტაკლები იდგმებოდა და თეატრების დათვალიერება იმართებოდა. თბილისიდან ჟიურის წევრებად რეჟისორები ჩამოდიოდნენ. მათგან მახსოვს ზურაბ გუგუშვილი და ზურაბ ხვედელიძე. ეს უკანასკნელი სამეგობროს შარშან გამოგვაკლდა. ბატონ ზურაბ გუგუშვილთან დღესაც ვმეგობრობ. გურჯაანის კულტურის სინამდვილეში მინდა ასევე გავიხსენო კურორტ ახტალის საკონცერტო საღამოები, რომელსაც სამუსიკო სკოლის დირექტორი, მუსიკოსი ვახტანგ კოპინაშვილი ედგა სათავეში.
© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური
რუსუდან ჩიტაური - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
რუსუდან ჩიტაური
- როცა კონსერვატორიაში ჩააბარეთ, უკვე გადაწყვეტილი გქონდათ, რომ ბოლომდე ქართულ ხალხურ მუსიკას ემსახურებოდით?
- დიახ, ეს უკვე გადაწყვეტილი მქონდა, ამიტომ მომავალ სპეციალობად ფოლკლორისტიკა ავირჩიე. კონსერვატორიაში მუსიკისმცოდნეობა–საკომპოზიტორო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჩემი ხელმძღვანელი ფოლკლორში იყო ეთნომუსიკოლოგი და ხელოვნებათმცოდე ოთარ ჩიჯავაძე, რომელმაც ლეჩხუმის კუთხის სიმღერების ჩაწერა, შესწავლა და შემდეგ მისი გაშიფრვა ჩამაბარა. საბოლოოდ ეს თემა სადიპლომო ნაშრომად გავიტანე. ამ საქმეს სამი წელი მოვანდომე. 1982-83 წლებში ლეჩხუმის ექსპედიციებში ვიღებდი მონაწილეობას, რის შედეგადაც 45 სიმღერის ჩაწერა მოვახერხე. ამგვარად ფოლკლორისტიკის მეცნიერებაში სიღრმისეულად ჩავერთე.
© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური
რუსუდან ჩიტაური - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
რუსუდან ჩიტაური
- კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სად გააგრძელეთ საქმიანობა?
- უმაღლესის მერე განაწილებით სიღნაღის სამუსიკო სასწავლებელში მოვხვდი. პირველი ფოლკლორული ანსამბლიც იქ შევქმენი. მონაწილეობა მივიღეთ რესპუბლიკურ დათვალიერებაში, წარმატებით გამოვდიოდით კონცერტებით. სამწუხაროდ, ეს ჩანაწერები პირადად არ მაქვს. გარკვეული დროის მერე სიღნაღიდან გადამიყვანეს სოფელ შრომის, ახლანდელი ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლის დირექტორად, სადაც ცხრა წელი ვიმუშავე. იქ ბავშვებს ხალხური სიმღერის სიყვარულს ვუნერგავდი. 1995 წლიდან ფოლკლორისტად ვმუშაობ თბილისის მესამე სამუსიკო სასწავლებელში, სადაც ფოლკლორული ანსამბლი „მარიალისი" შევქმენი. 2010-12 წლებში თბილისის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთში" ვმუშაობდი. იქაც მყავდა ფოლკლორული ანსამბლი „აგუძერა", სადაც ყველა კუთხის სიმღერებს, განსაკუთრებით, აფხაზურ სიმღერებს ვმღეროდით. 2011 წელს „არტ-გენზე“ სწორედ ამ სიმღერებით გავედით და დიდი მოწონება დავიმსახურეთ. აფხაზური სიმღერების ბრწყინვალედ შესრულებისთვის საპატიო ადგილზე თბილისის მერიის ყველა ფესტივალსა და დათვალიერებაზე გავდიოდით.
© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური სტუმრებთან ერთად
რუსუდან ჩიტაური სტუმრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
რუსუდან ჩიტაური სტუმრებთან ერთად
- საერთაშორისო საგუნდო და ხალხური სიმღერის ფესტივალი როდის დააარსეთ?
- 2013 წელს სამუშაოდ გურჯაანში, სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორად გადმოვედი. ამავე წელს მივიღე მეგობრობის შემოთავაზება ესტონეთის ქალაქ კუუსალუს აკადემიური გუნდის დირიჟორისგან ტაავი ესკოსგან. ამ დამეგობრებას ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა, უნიჭიერესმა მუსიკოსმა ლალი ხანდოლიშვილმა შეუწყო ხელი. პირველი, რაც მაშინ ვიფიქრე, ის იყო, რომ ამ ურთიერთობის საფუძველზე გურჯაანში საერთაშორისო საგუნდო და ხალხური სიმღერის ფესტივალი დამეფუძნებინა. ამისთვის გვერდში ამოვიყენე თბილისის საბავშვო თეატრი „ჭინჭრაქას" რეჟისორი და ხელმძღვანელი, უნიჭიერესი ხელოვანი ბესო ლომსაძე. 2013 წლის ოქტომბერში ბრწყინვალედ ჩავატარეთ პირველი საერთაშორისო ფესტივალი.
© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური, ბექა გოგინაშვილი და სამუსიკო სკოლის მოსწავლეები
რუსუდან ჩიტაური, ბექა გოგინაშვილი და სამუსიკო სკოლის მოსწავლეები - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
რუსუდან ჩიტაური, ბექა გოგინაშვილი და სამუსიკო სკოლის მოსწავლეები
- სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ესტონეთიდან ჩამოიყვანეთ გუნდი...
- დიახ, ესტონეთიდან, ქალაქ კუუსალუს 31 შემსრულებლისგან შემდგარი დიდი აკადემიური გუნდი კახეთში ოთხი დღით ჩამოვიყვანეთ. მას შემდეგ იმართება საგუნდო და ხალხური სიმღერის ფესტივალი, რომელშიც ესტონეთის ბავშვთა კაპელა მონაწილეობს ცნობილი დირიჟორის ტაავი ესკოს ხელმძღვანელობით. ეს პროექტი უკვე რვა წლისაა. აქვე ვიტყვი, რომ ესტონელები ძალიან თბილი ხალხია. აქ რომ იყვნენ, მეგობრების ოჯახებში მყავდა დანაწილებული. გურჯაანით მოიხიბლნენ, ძალიან მოეწონათ ყველაწმინდა, კარდენახში „ზაოტობაზეც“ წავიყვანეთ. ჩვენი ხალხური სიმღერებით ხომ ძალიან აღფრთოვანდნენ. 2014 წელს კი ჩვენ ვიყავით ესტონეთში კონცერტით მიწვეული. ამ ურთიერთობის მეხუთე წლისთავზე ჩვენს ორ მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გავაფორმეთ, მაგრამ ჩვენი გეგმების სრულად განხორციელებაში პანდემიამ შეგვიშალა ხელი. ამ პროექტის დროს გვერდში დავიყენე „საქართველოს ქალთა საბჭო“, რომლის წევრიც 2010 წლიდან ვარ. ამავე დროს კახეთის რეგიონულ ქალთა საბჭოს ვხელმძღვანელობ.
© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური ესტონელ სტუმართან ერთად
რუსუდან ჩიტაური ესტონელ სტუმართან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
რუსუდან ჩიტაური ესტონელ სტუმართან ერთად
- როგორია გურჯაანის რაიონის მუსიკალური ტრადიციები, რომელიც დღემდე გრძელდება?
- დღესდღეობით აღდგენილი ტრადიციებიდან დავასახელებ „ნატოობას“, რომელიც 14 ივნისს ტარდება, ოქტომბერში დაგეგმილ „გურჯაან-ქალაქობას“ და „ღვინის ფესტივალს“, რომელიც რამდენიმე წელია „გურჯაან-ქალაქობასთან“ ერთად იმართება და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერაა დაფუძნებული. გურჯაანის რაიონს მუსიკალური და ზოგადად ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით დიდი ტრადიციები აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რაიონს ოდითგანვე ჰყავდა ხალხური სიმღერის ანსამბლები, მათ შორის ცნობილი ლოტბარისა და მომღერლის ლევან მუღალაშვილის ანსამბლი. დღეს ამ ტრადიციას აგრძელებს ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „გურჯაანი", რომელიც მრავალი რესპუბლიკური თუ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გუნდია. ასევე ლევან მუღალაშვილის სახელობის გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლა, რომელსაც ცნობილი ლოტბარი, ფოლკლორისტი და ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებელი ილია დათუაშვილი ხელმძღვანელობს.
© courtesy of Rusudan Chitauriპოეტ თემურ ჩალაბაშვილთან ერთად
პოეტ თემურ ჩალაბაშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
პოეტ თემურ ჩალაბაშვილთან ერთად
- ორი წელია, რაც დირექტორის პოზიციიდან მთავარ სპეციალისტად გადახვედით, რა გაკეთდა ამ დროის მანძილზე რაიონში?
- ჩემი მუშაობის პერიოდში ბევრი ღონისძიება ჩატარდა: სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ჩატარება ორ წელიწადში ერთხელ დამკვიდრდა. ფესტივალის დაარსებიდან მეხუთე წლისთავზე ესტონეთის ქალაქ კუუსალუსა და ჩვენს მუნიციპალიტეტს შორის მეგობრული მემორანდუმი გაფორმდა; სოფელ კალაურის მკვიდრის, საოპერო მომღერლის ბექა გოგინაშვილის მიერ მის ფონდ „თამარიანთან“ ერთად სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ემიგრანტის სითბო საქართველოს“ დაფუძნდა. ეს კონკურსი 2016 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ჟიურის წევრებად მოწვეული არიან საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ოპერის ცნობილი სოლისტები.
© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური სტუმრებთან ერთად
რუსუდან ჩიტაური სტუმრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
რუსუდან ჩიტაური სტუმრებთან ერთად
- ვიცი, რომ თქვენი მუსიკალური ნაშრომი ინგლისურ ენაზე გამოცემულ წიგნში შევიდა...
- 2019 წელს ბატონ ანზორ ერქომაიშვილის პროექტში ამერიკულ-ქართულმა გამომცემლობამ ინგლისურ ენაზე დაბეჭდა სამტომეული „საქართველოს სიძველენი“, სადაც ერთი ტომი ჩვენს ხალხურ სიმღერას დაეთმო. მასში შესულია ჩემი ნაშრომიც ლეჩხუმური ხალხური სიმღერების და ლეჩხუმელი მომღერლების შესახებ, რაც ძალიან მეამაყება. დეკემბერში ჩემი საექსპედიციო ჩანაწერების ცალკე კრებულად გამოცემას ველოდები.
© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური ერთ-ერთ ღონისძიებაზე
რუსუდან ჩიტაური ერთ-ერთ ღონისძიებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
რუსუდან ჩიტაური ერთ-ერთ ღონისძიებაზე
- თქვენ ხშირად მასპინძლობთ ხოლმე რაიონის სტუმრებს, რომელია სამი ადგილი, რომელსაც გურჯაანში პირველად ჩამოსულ უცხოელ სტუმარს აჩვენებთ?
- გურჯაანში პანდემიამდე მართლაც ბევრი უცხოელი სტუმარი ჩამოდიოდა. დარწმუნებული ვარ, დღემდე ახსოვთ ჩვენი სტუმარმასპინძლობა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, გურჯაანში პირველ რიგში ვაჩვენებდი მსოფლიო დონის საკურორტო ადგილს – ახტალას, ყველაწმინდის ორგუმბათიან ტაძარს და ნატო ვაჩნაძის სახელობის მუზეუმს; ასევე ჯარისკაცის მამის გოდერძი მახარაშვილის ძეგლს. რაც მთავარია, სტუმრებს ქართული ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებს მოვასმენინებთ... შეიძლება ითქვას, რომ ამ პროფესიის წყალობით საინტერესო ცხოვრება განვლე. საერთოდ, სიცოცხლე მაგონებს პეპელას, რადგან მას ხანმოკლე წუთისოფელი აქვს – იფრენს, იფრენს და.. უცებ გაქრება. ამიტომ ადამიანმა ღირსეულად უნდა შეძლოს აქ „ფრენაც“ და ზეცისკენ ნელ-ნელა ასვლაც...
ყველა ახალი ამბავი
0