https://sputnik-georgia.com/20211206/rustavsi-mseneblobis-inspeqciis-samsaxuri-camoyalibdeba-262640141.html
რუსთავში მშენებლობის ინსპექციის სამსახური ჩამოყალიბდება
რუსთავში მშენებლობის ინსპექციის სამსახური ჩამოყალიბდება
Sputnik საქართველო
მშენებლობა ისე უნდა მიმდინარეობდეს, რომ არც გარემოს და არც იქ დასაქმებულ ადამიანებს საფრთხე არ შეექმნათ, განაცხადა მერმა 06.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-06T22:17+0400
2021-12-06T22:17+0400
2021-12-06T22:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/17/248151759_77:0:1929:1042_1920x0_80_0_0_d904bfe4526e874b74c91a551ce5c181.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. რუსთავის მერიაში მუნიციპალური ინსპექციის ახალი სამსახური შეიქმნება, განაცხადა ქალაქის ახალმა მერმა ნინო ლაცაბიძემ.შრომის ინსპექციის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საწარმოო პროცესში უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 75%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში 27%-ით შემცირდა მძიმე შედეგებით დასრულებული უბედური შემთხვევების რაოდენობა.მისი თქმით, მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სამშენებლო პროცედურებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. მშენებლობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს კანონის დაცვით, ისე რომ არც გარემოს და არც იქ დასაქმებულ ადამიანებს საფრთხე არ ექმნებოდეთ.რუსთავის მერის თქმით, სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მშენებლობაზე გადაღებული კადრები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ირღვევა ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმები.როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, ინსპექციის სამსახურს დაემატება ახალი საშტატო ფუნქციები და განახლდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - იგეგმება ახალი ფორმების, სამხრე კამერებისა და ავტომობილების შეძენა.საქართველოში მრავალი წელია, სერიოზულად დგას შრომის უსაფრთხოების პრობლემა, რაც მშენებლობაზე არაერთი უბედური შემთხვევის მიზეზი გამხდარა. ყოველწლიურად საწარმოო პროცესში გარდაცვალებისა და დაშავების შემთხვევები იზრდებოდა, ამიტომ 2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელშიც გაიწერა შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და ზედამხედველობის სისტემა. მოგვიანებით კანონი დაიხვეწა, შრომის ინსპექციის მანდატი კი გაფართოვდა.
https://sputnik-georgia.com/20211101/saqartveloshi-msheneblobis-seqtori-izrdeba-axali-statistika-261674997.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/17/248151759_308:0:1697:1042_1920x0_80_0_0_9d8ca087545ff652bf0a34e5f5e48a3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები
რუსთავში მშენებლობის ინსპექციის სამსახური ჩამოყალიბდება
მშენებლობა ისე უნდა მიმდინარეობდეს, რომ არც გარემოს და არც იქ დასაქმებულ ადამიანებს საფრთხე არ შეექმნათ, განაცხადა მერმა
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. რუსთავის მერიაში მუნიციპალური ინსპექციის ახალი სამსახური შეიქმნება, განაცხადა ქალაქის ახალმა მერმა ნინო ლაცაბიძემ.
შრომის ინსპექციის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საწარმოო პროცესში უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 75%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში 27%-ით შემცირდა მძიმე შედეგებით დასრულებული უბედური შემთხვევების რაოდენობა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზედამხედველობის სამსახური, ერთ-ერთი წარმატებული უნდა იყოს, ამისთვის იგეგმება რებრენდინგი და სამსახურის განვითარება. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა“, - აღნიშნა ლაცაბიძემ.
მისი თქმით, მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სამშენებლო პროცედურებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. მშენებლობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს კანონის დაცვით, ისე რომ არც გარემოს და არც იქ დასაქმებულ ადამიანებს საფრთხე არ ექმნებოდეთ.
რუსთავის მერის თქმით, სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მშენებლობაზე გადაღებული კადრები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ირღვევა ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმები.
როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, ინსპექციის სამსახურს დაემატება ახალი საშტატო ფუნქციები და განახლდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - იგეგმება ახალი ფორმების, სამხრე კამერებისა და ავტომობილების შეძენა.
საქართველოში მრავალი წელია, სერიოზულად დგას შრომის უსაფრთხოების პრობლემა, რაც მშენებლობაზე არაერთი უბედური შემთხვევის მიზეზი გამხდარა. ყოველწლიურად საწარმოო პროცესში გარდაცვალებისა და დაშავების შემთხვევები იზრდებოდა, ამიტომ 2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელშიც გაიწერა შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და ზედამხედველობის სისტემა. მოგვიანებით კანონი დაიხვეწა, შრომის ინსპექციის მანდატი კი გაფართოვდა.