https://sputnik-georgia.com/20211101/saqartveloshi-msheneblobis-seqtori-izrdeba-axali-statistika-261674997.html
საქართველოში მშენებლობის სექტორი იზრდება – ახალი სტატისტიკა
საქართველოში მშენებლობის სექტორი იზრდება – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის ცხრა თვეში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე. 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T10:21+0400
2021-11-01T10:21+0400
2021-11-01T15:23+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/04/259315326_0:0:3212:1807_1920x0_80_0_0_8ffc20c4866f7e70a213b794456e27a0.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. 2021 წლის იანვარი–სექტემბერში ექსპლუატაციაში შევიდა ჯამში 1.155,4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 1.708 ობიექტი, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.2020 წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 18,1%-ით გაიზარდა, ხოლო ფართობი 3,4%-ით შემცირდა. 2021 წლის ცხრა თვეში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.რეგიონების ტოპ–5 2021 წლის ცხრა თვეში ჩაბარებული ობიექტების მიხედვითრეგიონი, ობიექტების რაოდენობა, წილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან %საქართველოში იავარი–სექტემბერში მუნიციპალური ორგანოების მიერ გაცემულია 7,4 ათასი ნებართვა 5,4 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობაზე.2020 წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით გაცემული ნებართვების რაოდენობა 6,5%-ით გაიზარდა, ფართობი კი 36,9%-ით.გაცემული ნებართვების საერთო რიცხვიდან 73,7% მოდის ოთხ რეგიონზე – თბილისზე, ქვემო ქართლზე, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთზე.რეგიონების ტოპ–5 2021 წლის პირველ ნახევარში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მიხედვითრეგიონი, ნებართვების რაოდენობა, წილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან %კომპეტენტური ორგანოები წლის დასაწყისიდან გასცემდნენ ნებართვებს სხვადასხვა შენობების მშენებლობაზე – მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე, სასტუმროებზე, სავაჭრო ობიექტებზე, ქარხნებზე, სასოფლო-სამეურნეო ობიექტებზე და ა.შ. თუმცა, ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.
https://sputnik-georgia.com/20211030/ekonomikis-zrda-grzeldeba-statistika-261616074.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/04/259315326_444:0:3173:2047_1920x0_80_0_0_2882c92dc686c3b49ac4db4d8863e7d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში მშენებლობის სექტორი იზრდება – ახალი სტატისტიკა
10:21 01.11.2021 (განახლებულია: 15:23 01.11.2021) მიმდინარე წლის ცხრა თვეში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. 2021 წლის იანვარი–სექტემბერში ექსპლუატაციაში შევიდა ჯამში 1.155,4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 1.708 ობიექტი,
ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.
2020 წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 18,1%-ით გაიზარდა, ხოლო ფართობი 3,4%-ით შემცირდა.
2021 წლის ცხრა თვეში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
რეგიონების ტოპ–5 2021 წლის ცხრა თვეში ჩაბარებული ობიექტების მიხედვით
რეგიონი, ობიექტების რაოდენობა, წილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან %
მცხეთა-მთიანეთი – 190 – 11,1%
ქვემო ქართლი – 188 – 11,0%
საქართველოში იავარი–სექტემბერში მუნიციპალური ორგანოების მიერ გაცემულია 7,4 ათასი ნებართვა 5,4 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობაზე.
2020 წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით გაცემული ნებართვების რაოდენობა 6,5%-ით გაიზარდა, ფართობი კი 36,9%-ით.
გაცემული ნებართვების საერთო რიცხვიდან 73,7% მოდის ოთხ რეგიონზე – თბილისზე, ქვემო ქართლზე, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთზე.
რეგიონების ტოპ–5 2021 წლის პირველ ნახევარში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მიხედვით
რეგიონი, ნებართვების რაოდენობა, წილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან %
მცხეთა-მთიანეთი – 691 – 9,3%
ქვემო ქართლი – 661 – 8,9%
კომპეტენტური ორგანოები წლის დასაწყისიდან გასცემდნენ ნებართვებს სხვადასხვა შენობების მშენებლობაზე – მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე, სასტუმროებზე, სავაჭრო ობიექტებზე, ქარხნებზე, სასოფლო-სამეურნეო ობიექტებზე და ა.შ. თუმცა, ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.