https://sputnik-georgia.com/20211206/rusetma-da-indoetma-samxedro-sferosi-tanamsromlobaze-dokumentebs-moaweres-xeli-262617559.html
თანამშრომლობა სამხედრო სფეროში: რუსეთმა და ინდოეთმა რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი
თანამშრომლობა სამხედრო სფეროში: რუსეთმა და ინდოეთმა რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. მოსკოვმა და ნიუ-დელიმ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი, იუწყება РИА Новости ინდოეთის... 06.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-06T11:26+0400
2021-12-06T11:26+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
ინდოეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/06/262617489_0:0:3018:1699_1920x0_80_0_0_ef8e49dc5c735f52f72084fdde832a42.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. მოსკოვმა და ნიუ-დელიმ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი, იუწყება РИА Новости ინდოეთის თავდაცვის მინისტრ რაჯნათჰ სინგჰის განცხადებაზე დაყრდნობთ.ორი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ინდოეთის დედაქალაქში გაიმართა. სინგჰის თქმით, მოლაპარაკებები იყო პროდუქტიული, შინაარსიანი და ნაყოფიერი.ამასთან ინდოელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ინდოეთი აფასებს რუსეთთან განსაკუთრებულ და პრივილეგირებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.ამ დროისათვის რუსეთსა და ინდოეთს რამდენიმე ორმხრივი პროექტი აქვთ: უნივერსალური კომპლექსი BrahMos-ი, მეხუთე თაობის გამანადგურებლის ერთობლივი შექმნა (FGFA), თვითმფრინავ СУ-30-ისა და ტანკ Т-90-ის წარმოება ლიცენზიით, მათ 2019 წელს კალაშნიკოვის ავტომატების საწარმო გახსნეს.სააგენტოს ცნობით, დღეისათვის ინდოეთის საზღვაო-სამხედრო ძალების 80% რუსული აღჭურვილობითაა დაკომპლექტებული, ხოლო სამხედრო-საჰაერო ძალები − 70%-ით. ექსპერტული შეფასებებით, რუსეთმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განმავლობაში ინდოეთს 65 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო ტექნიკა მიაწოდა.2018 წელს მოსკოვმა და ნიუ-დელიმ ხელი მოაწერეს 5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტს ხუთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის მიწოდებაზე. გარდა ამისა, მსხვილი შეთანხმებების რიცხვში შედის „პროექტ 11356“-ის ოთხი რუსული ფრეგატისა და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „იგლას“ დიდი პარტიის გაყიდვაც.
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/06/262617489_155:0:2886:2048_1920x0_80_0_0_bd0304ab03b087e3ea5a0a55b68b9677.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, ინდოეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, ინდოეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
თანამშრომლობა სამხედრო სფეროში: რუსეთმა და ინდოეთმა რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი
11:26 06.12.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. მოსკოვმა და ნიუ-დელიმ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი, იუწყება
РИА Новости ინდოეთის თავდაცვის მინისტრ რაჯნათჰ სინგჰის განცხადებაზე დაყრდნობთ.
ორი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ინდოეთის დედაქალაქში გაიმართა. სინგჰის თქმით, მოლაპარაკებები იყო პროდუქტიული, შინაარსიანი და ნაყოფიერი.
„მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა მთელ რიგ შეთანხმებას, კონტრაქტსა და ოქმს, რომლებიც მცირე შეიარაღებასა და სამხედრო თანამშრომლობას შეეხება“, − დაწერა მან Twitter-ზე რუს კოლეგა სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ.
ამასთან ინდოელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ინდოეთი აფასებს რუსეთთან განსაკუთრებულ და პრივილეგირებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.
ამ დროისათვის რუსეთსა და ინდოეთს რამდენიმე ორმხრივი პროექტი აქვთ: უნივერსალური კომპლექსი BrahMos-ი, მეხუთე თაობის გამანადგურებლის ერთობლივი შექმნა (FGFA), თვითმფრინავ СУ-30-ისა და ტანკ Т-90-ის წარმოება ლიცენზიით, მათ 2019 წელს კალაშნიკოვის ავტომატების საწარმო გახსნეს.
სააგენტოს ცნობით, დღეისათვის ინდოეთის საზღვაო-სამხედრო ძალების 80% რუსული აღჭურვილობითაა დაკომპლექტებული, ხოლო სამხედრო-საჰაერო ძალები − 70%-ით. ექსპერტული შეფასებებით, რუსეთმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განმავლობაში ინდოეთს 65 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო ტექნიკა მიაწოდა.
2018 წელს მოსკოვმა და ნიუ-დელიმ ხელი მოაწერეს 5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტს ხუთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის მიწოდებაზე. გარდა ამისა, მსხვილი შეთანხმებების რიცხვში შედის „პროექტ 11356“-ის ოთხი რუსული ფრეგატისა და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „იგლას“ დიდი პარტიის გაყიდვაც.