რიანა შვილს ელოდება? – ნახეთ რა მიმოწერა ვრცელდება სოციალურ ქსელებში

რიანა - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
გამოწერა
უკვე არაერთმა გამოცემამ დაწერა იმის შესახებ, რომ რიანა და მისი შეყვარებული როკი შვილს ელოდებიან. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ იყო და უამრავი ჭორიც გავრცელდა. ზოგიერთი გულშემატკივრის ცნობისმოყვარეობა კი ისეთი მაღალი იყო, რომ ამბის დაზუსტება პირდაპირ მომღერალთან გადაწყვიტეს.
სოციალური ქსელის მომხმარებელმა, სახელად mis.jaye გამოაქვეყნა რიანასთან ბოლო მიმოწერის ფოტო. გოგონამ რიანას ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ ბავშვის სქესის გაგების წვეულებაზე მისულიყო.
რიანა - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
რიანა და ასაპ როკი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ხვდებიან – სიყვარულის ისტორია
როგორც აღმოჩნდა, რიანას კარგი იუმორი აქვს და მან ხუმრობით არა მხოლოდ უსაყვედურა გულშემატკივარს „წინა 10 წვეულებაზე" არყოფნის გამო, არამედ გაამჟღავნა სიმართლეც, რომ ის ორსულად არ არის.
წარსულში ბარბადოსელ ლამაზმანს საკმაოდ ბევრი სასიყვარულო ისტორია ჰქონდა. თუმცა ბოლოს მაინც ძველ სიყვარულს დაუბრუნდა. 33 წლის რირი ახლა 32 წლის რეპერს A$AP Rocky-ს ხვდება.
პირველად რეპერი რიანას გვერდით სცენაზე 2013 წელს გამართულ ტურნეში Diamonds გამოჩნდა. შემდეგ ისინი დაშორდნენ, ხოლო 2020 წელს ურთიერთობა კვლავ განაახლეს. მუსიკოსები ერთმანეთს 2013 წლიდან იცნობენ და კარგი მეგობრები არიან. მიმდინარე წლის იანვარში რიანამ ბოიფრენდთან ჰასენ ჯამილთან სამწლიანი ურთიერთობა დაასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0