https://sputnik-georgia.com/20210914/riana-da-asap-roki-ertmanets-xvdebian-259588271.html
რიანა და ასაპ როკი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ხვდებიან – სიყვარულის ისტორია
რიანა და ასაპ როკი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ხვდებიან – სიყვარულის ისტორია
Sputnik საქართველო
რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ ვარსკვლავური წყვილი კვლავ ერთადაა. 14.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-14T17:32+0400
2021-09-14T17:32+0400
2021-09-14T22:24+0400
აშშ
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259287276_0:0:3075:1731_1920x0_80_0_0_f6af4e910893a29bb4d3ddd3a23a44c1.jpg
ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ-მუზეუმში“ 13 სექტემბერს Met Gala 2021 გაიხსნა. მაყურებელი არაერთი ვარსკვლავის გამოჩენის მომსწრე გახდა. გლამურულ წვეულებაზე ბრენდების ცვენა იყო, მათ შორის ბევრმა ვარსკვლავმა არჩევანი დემნა გვასალიასა და „ბალენსიაგაზე“ შეაჩერა.ღონისძიებაზე მცირედი დაგვიანებით ბარბადოსელი ლამაზმანი რიანაც გამოჩნდა. მას ხშირად Met Gala-ს დედოფალსაც უწოდებენ. ის ნამდვილად დედოფლური „ლუქით“ გამოჩნდა. მას „ბალენსიაგას“ შავი, ექსტრავაგანტური კაბა ამშვენებდა. რირი შეყვარებულთან A$AP Rocky-სთან ერთად პოზირებდა ფოტოობიექტივების წინაშე.წარსულში ბარბადოსელ ლამაზმანს საკმაოდ ბევრი სასიყვარულო ისტორია ჰქონდა. თუმცა ბოლოს მაინც ძველ სიყვარულს დაუბრუნდა. 33 წლის რირი ახლა 32 წლის რეპერს A$AP Rocky-ს ხვდება.სულ ცოტა ხნის წინ ვარსკვლავური წყვილი ნიუ-იორკის პრესტიჟული რესტორნისკენ მიმავალი გადაიღეს. რომანტიკული ვახშმისთვის რიანამ ვარდისფერ კაბასა და ქუდზე გააკეთა არჩევანი, აღნიშნულ „ლუქს“ კი ტყავის ქურთუკი შეუხამა. რაც შეეხება რიანას რჩეულს, მას ტყავის შარვალი და ჟოლოსფერი ნაქსოვი მაისური ეცვა.რეპერი პაპარაცებისგან დამალვას სახეზე აფარებული ხელით ცდილობდა, ამ დროს კი რიანა იღიმოდა. A$AP Rocky გამოცემა GQ-ს გამოუტყდა, რომ რიანა მისი ცხოვრების უმთავრესი ქალბატონია და მასთან ცხოვრების ბოლომდე სურს ყოფნა.კითხვაზე, შედის თუ არა მის სამომავლო გეგმებში შვილების ყოლა, რეპერმა განაცხადა, რომ თუ მისი ბედი ასეთია, ის დიდი სიამოვნებით იყოლიებს შვილებს და იდეალური მამაც იქნება.პირველად რეპერი რიანას გვერდით სცენაზე 2013 წელს გამართულ ტურნეში Diamonds გამოჩნდა. შემდეგ ისინი დაშორდნენ, ხოლო 2020 წელს ურთიერთობა კვლავ განაახლეს.მუსიკოსები ერთმანეთს 2013 წლიდან იცნობენ და კარგი მეგობრები არიან. მიმდინარე წლის იანვარში რიანამ ბოიფრენდთან ჰასენ ჯამილთან სამწლიანი ურთიერთობა დაასრულა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259287276_139:0:2870:2048_1920x0_80_0_0_80bc2c8bbea7179267f424a52cf1f7cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ეს საინტერესოა
რიანა და ასაპ როკი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ხვდებიან – სიყვარულის ისტორია
17:32 14.09.2021 (განახლებულია: 22:24 14.09.2021) რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ ვარსკვლავური წყვილი კვლავ ერთადაა.
ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ-მუზეუმში“ 13 სექტემბერს Met Gala 2021 გაიხსნა. მაყურებელი არაერთი ვარსკვლავის გამოჩენის მომსწრე გახდა. გლამურულ წვეულებაზე ბრენდების ცვენა იყო, მათ შორის ბევრმა ვარსკვლავმა არჩევანი დემნა გვასალიასა და „ბალენსიაგაზე“ შეაჩერა.
ღონისძიებაზე მცირედი დაგვიანებით ბარბადოსელი ლამაზმანი რიანაც გამოჩნდა. მას ხშირად Met Gala-ს დედოფალსაც უწოდებენ. ის ნამდვილად დედოფლური „ლუქით“ გამოჩნდა. მას „ბალენსიაგას“ შავი, ექსტრავაგანტური კაბა ამშვენებდა. რირი შეყვარებულთან A$AP Rocky-სთან ერთად პოზირებდა ფოტოობიექტივების წინაშე.
წარსულში ბარბადოსელ ლამაზმანს საკმაოდ ბევრი სასიყვარულო ისტორია ჰქონდა. თუმცა ბოლოს მაინც ძველ სიყვარულს დაუბრუნდა. 33 წლის რირი ახლა 32 წლის რეპერს A$AP Rocky-ს ხვდება.
სულ ცოტა ხნის წინ ვარსკვლავური წყვილი ნიუ-იორკის პრესტიჟული რესტორნისკენ მიმავალი გადაიღეს. რომანტიკული ვახშმისთვის რიანამ ვარდისფერ კაბასა და ქუდზე გააკეთა არჩევანი, აღნიშნულ „ლუქს“ კი ტყავის ქურთუკი შეუხამა. რაც შეეხება რიანას რჩეულს, მას ტყავის შარვალი და ჟოლოსფერი ნაქსოვი მაისური ეცვა.
რეპერი პაპარაცებისგან დამალვას სახეზე აფარებული ხელით ცდილობდა, ამ დროს კი რიანა იღიმოდა. A$AP Rocky გამოცემა GQ-ს გამოუტყდა, რომ რიანა მისი ცხოვრების უმთავრესი ქალბატონია და მასთან ცხოვრების ბოლომდე სურს ყოფნა.
„ის ერთადერთია, ის არის ჩემი ცხოვრების სიყვარული, ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს“, – აცხადებს ასაპი.
კითხვაზე, შედის თუ არა მის სამომავლო გეგმებში შვილების ყოლა, რეპერმა განაცხადა, რომ თუ მისი ბედი ასეთია, ის დიდი სიამოვნებით იყოლიებს შვილებს და იდეალური მამაც იქნება.
პირველად რეპერი რიანას გვერდით სცენაზე 2013 წელს გამართულ ტურნეში Diamonds გამოჩნდა. შემდეგ ისინი დაშორდნენ, ხოლო 2020 წელს ურთიერთობა კვლავ განაახლეს.
მუსიკოსები ერთმანეთს 2013 წლიდან იცნობენ და კარგი მეგობრები არიან. მიმდინარე წლის იანვარში რიანამ ბოიფრენდთან ჰასენ ჯამილთან სამწლიანი ურთიერთობა დაასრულა.