https://sputnik-georgia.com/20211206/mtavrobas-kovid-shezgudgebis-daweseba-kvlav-sheulzia-262626820.html
შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე: მთავრობას აკრძალვების დაწესება კვლავ შეუძლია
შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე: მთავრობას აკრძალვების დაწესება კვლავ შეუძლია
Sputnik საქართველო
კანონის თანახმად, მთავრობას აქვს უფლება შეზღუდოს მოქალაქეების გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური აქტიურობა. 06.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-06T15:50+0400
2021-12-06T15:50+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_633:355:2972:1671_1920x0_80_0_0_649240aba6c290e28261ef783e88eaac.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები, რაც მთავრობას კორონავირუსის პანდემიის დროს შეზღუდვების შემოღების უფლებას აძლევს საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გარეშე, შესაძლოა, ძალაში დარჩეს კიდევ ერთი წლით – 2023 წლის 1 იანვრამდე.კანონში შესაბამისი ცვლილებები, რომელთა ინიციატორებიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები არიან, დღეს ბიუროს სხდომაზე წარადგინეს.კანონის მოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე იყო განსაზღვრული. როგორც ინიციატორები განმარტავენ, მოქმედების ვადის გახანგრძლივების მიზანი იმ სამართლებრივი მექანიზმების შენარჩუნებაა, რომლებიც ემსახურება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას და პროცესის სწორად მართვას. ცვლილებები, რომლებიც მთავრობას უფლებას აძლევს დროებით შემოიღოს პანდემიის დროს შეზღუდვები და პარლამენტის თანხმობის გარეშე დაარეგულიროს სახელმწიფო დეპარტამენტების საქმიანობა, პირველად 2020 წლის 22 მაისს მიიღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა იწურებოდა. ამის მიზეზი კორონავირუსის საფრთხე იყო. ცვლილებებს 15 ივლისამდე უნდა ემოქმედა. ივლისში საკანონმდებლო ორგანომ ვადა ჯერ 2021 წლის 1 იანვრამდე გააგრძელა, ხოლო შემდეგ კი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.მოქმედი კანონით, სიტუაციიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, მთავრობას უფლება აქვს შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური საქმიანობა, აკრძალოს მასობრივი სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ა.შ.ამასთან, მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და იყოს განპირობებული კანონით ან ნორმატიული აქტით. მათი შემოღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აუცილებელია საზოგადოებისთვის და არ აქვს დისკრიმინაციული ხასიათი.შეზღუდვები აუცილებლად პროპორციული უნდა იყოს, ხოლო მათ მიერ მოტანილი სარგებელი უნდა აღემატებოდეს ზარალს და არ უნდა არღვევდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.ხელისუფლებას ასევე აქვს უფლება გადაიყვანოს ადამიანები კარანტინში ან იზოლაციაში. თუმცა, ყველა მათგანს ადვოკატის უფლება ექნება. ასევე ექნება უფლება აცნობოს ახლობლებსა და დამსაქმებელს მათი ადგილმდებარეობის შესახებ და იცოდეს კარანტინში გაგზავნის მიზეზები.
https://sputnik-georgia.com/20211203/shromis-inspeqcia-biznes-obieqtebi-ar-dajarimebula-262574857.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_1106:366:2846:1671_1920x0_80_0_0_745912838fbddf332ad8f0a7b949a3e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , covid-19
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , covid-19
შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე: მთავრობას აკრძალვების დაწესება კვლავ შეუძლია
15:50 06.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) კანონის თანახმად, მთავრობას აქვს უფლება შეზღუდოს მოქალაქეების გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური აქტიურობა.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები, რაც მთავრობას კორონავირუსის პანდემიის დროს შეზღუდვების შემოღების უფლებას აძლევს საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გარეშე, შესაძლოა, ძალაში დარჩეს კიდევ ერთი წლით – 2023 წლის 1 იანვრამდე.
კანონში შესაბამისი ცვლილებები, რომელთა ინიციატორებიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები არიან, დღეს ბიუროს სხდომაზე წარადგინეს.
კანონის მოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე იყო განსაზღვრული. როგორც ინიციატორები განმარტავენ, მოქმედების ვადის გახანგრძლივების მიზანი იმ სამართლებრივი მექანიზმების შენარჩუნებაა, რომლებიც ემსახურება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას და პროცესის სწორად მართვას.
ცვლილებები, რომლებიც მთავრობას უფლებას აძლევს დროებით შემოიღოს პანდემიის დროს შეზღუდვები და პარლამენტის თანხმობის გარეშე დაარეგულიროს სახელმწიფო დეპარტამენტების საქმიანობა, პირველად 2020 წლის 22 მაისს მიიღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა იწურებოდა. ამის მიზეზი კორონავირუსის საფრთხე იყო. ცვლილებებს 15 ივლისამდე უნდა ემოქმედა. ივლისში საკანონმდებლო ორგანომ ვადა ჯერ 2021 წლის 1 იანვრამდე გააგრძელა, ხოლო შემდეგ კი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
მოქმედი კანონით, სიტუაციიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, მთავრობას უფლება აქვს შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური საქმიანობა, აკრძალოს მასობრივი სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ა.შ.
ამასთან, მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და იყოს განპირობებული კანონით ან ნორმატიული აქტით. მათი შემოღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აუცილებელია საზოგადოებისთვის და არ აქვს დისკრიმინაციული ხასიათი.
შეზღუდვები აუცილებლად პროპორციული უნდა იყოს, ხოლო მათ მიერ მოტანილი სარგებელი უნდა აღემატებოდეს ზარალს და არ უნდა არღვევდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.
ხელისუფლებას ასევე აქვს უფლება გადაიყვანოს ადამიანები კარანტინში ან იზოლაციაში. თუმცა, ყველა მათგანს ადვოკატის უფლება ექნება. ასევე ექნება უფლება აცნობოს ახლობლებსა და დამსაქმებელს მათი ადგილმდებარეობის შესახებ და იცოდეს კარანტინში გაგზავნის მიზეზები.