https://sputnik-georgia.com/20211206/ganatlebis-saministros-ganmarteba-262632335.html
სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული სკანდალი: განათლების სამინისტრო ბრალდებებს პასუხობს
სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული სკანდალი: განათლების სამინისტრო ბრალდებებს პასუხობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებში ისტორიული პროცესები სწორად, კომპეტენტურად და მრავალმხრივ არის აღწერილი, ნათქვამია... 06.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-06T17:50+0400
2021-12-06T17:50+0400
2021-12-06T20:38+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663167_0:38:3072:1766_1920x0_80_0_0_10b02fb0ddee09e622ed283baac3c263.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებში ისტორიული პროცესები სწორად, კომპეტენტურად და მრავალმხრივ არის აღწერილი, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.საზოგადოების ნაწილი პროგრამიდან მეცხრე კლასის ისტორიის ახალი სახელმძღვანელოების ამოღებას მოითხოვს. პრეტენზიები ეხება თავებს, რომლებიც ეძღვნება „ვარდების რევოლუციას“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს. კრიტიკოსები თვლიან, რომ სახელმძღვანელოები პროპაგანდისტული ხასიათისაა და ემსახურება მოქმედი ხელისუფლების ქება-დიდებას იმ დროს, როდესაც „ვარდების რევოლუციის“ როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში დაკნინებული და ნეგატიურ კონტექსტშია მოტანილი.სასკოლო სახელმძღვანელოებში ივანიშვილის შესახებ მასალების შეტანის წინააღმდეგ კამპანიის დაწყების შესახებ პირველმა ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მანამდე დეპუტატმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა მე-9 კლასის სახელმძღვანელოს ერთი გვერდის ფოტო, სადაც ივანიშვილს ერთ-ერთ თავში მთელი პარაგრაფი ეძღვნება და სადაც იგი მოხსენიებულია როგორც „პოლიტიკოსი, ცნობილი ქველმოქმედი და ბიზნესმენი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663167_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_4da053c9f419e41d2b743debf51c8943.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული სკანდალი: განათლების სამინისტრო ბრალდებებს პასუხობს
17:50 06.12.2021 (განახლებულია: 20:38 06.12.2021) თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებში ისტორიული პროცესები სწორად, კომპეტენტურად და მრავალმხრივ არის აღწერილი, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
საზოგადოების ნაწილი პროგრამიდან მეცხრე კლასის ისტორიის ახალი სახელმძღვანელოების ამოღებას მოითხოვს. პრეტენზიები ეხება თავებს, რომლებიც ეძღვნება „ვარდების რევოლუციას“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს. კრიტიკოსები თვლიან, რომ სახელმძღვანელოები პროპაგანდისტული ხასიათისაა და ემსახურება მოქმედი ხელისუფლების ქება-დიდებას იმ დროს, როდესაც „ვარდების რევოლუციის“ როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში დაკნინებული და ნეგატიურ კონტექსტშია მოტანილი.
„ისტორიის ორივე ახლადგრიფირებულ სახელმძღვანელოში ერთი აბზაცი ეთმობა 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას, რა დროსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის” ნაცვლად ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება” მოვიდა. სახელმძღვანელოებში საუბარია დამოუკიდებლობის წლების ყველა პოლიტიკური ლიდერისა და მათი მოღვაწეობის პერიოდის შესახებ. შესაბამისად… ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად“, – განმარტავენ სამინისტროში.
სასკოლო სახელმძღვანელოებში ივანიშვილის შესახებ მასალების შეტანის წინააღმდეგ კამპანიის დაწყების შესახებ პირველმა ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მანამდე დეპუტატმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა მე-9 კლასის სახელმძღვანელოს ერთი გვერდის ფოტო, სადაც ივანიშვილს ერთ-ერთ თავში მთელი პარაგრაფი ეძღვნება და სადაც იგი მოხსენიებულია როგორც „პოლიტიკოსი, ცნობილი ქველმოქმედი და ბიზნესმენი“.