დღეიდან მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების დარეგისტრირება შესაძლებელია

© photo: Sputnik / Stringerმოპედი
მოპედი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
გამოწერა
მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო 2022 წლის 28 მარტიდან გახდება.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მფლობელებს უკვე შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალება ნებაყოფლობით დაირეგისტრირონ და მოიპოვონ შესაბამისი მართვის უფლება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეიდან ამოქმედდა „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის შედეგად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ახალი კატეგორია/ქვეკატეგორია:
სატრანსპორტო საშუალების AM კატეგორია, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს;
სატრანსპორტო საშუალების A2 ქვეკატეგორია, რომელიც ითვალისწინებს მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს.
მოპედი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის სავალდებულო რეგისტრაციის დაწყების თარიღი შეიცვალა
აღნიშნული ცვლილების მიხედვით, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს გაუთანაბრდა და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დადგენილი.
ამ დროისათვის მოპედების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია, 2022 წლის 28 მარტიდან კი იგი სავალდებულო გახდება.
გარდა მომსახურების სააგენტოს ერთეულებისა, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების საშუალებითაც.
საქართველოში მოპედებისა და ველოსიპედებისთვის საგზაო მოძრაობის ახალი წესები ამოქმედდება>>>
AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება შეუძლიათ პირებს 16 წლის ასაკიდან. მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე პირველად, ერთჯერადად გასვლის დროს პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან.
ასევე აღსანიშნავია, რომ თუ პირი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას, მას ავტომატურად აქვს უფლება მართოს AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.
მოპედების, კვადროციკლების და მცირე სიმძლავრის მოტოციკლების მძღოლებისთვის ახალი კატეგორიის მართვის მოწმობის შემოღების შესახებ ცვლილებების პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა.
საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტს მესამე მოსმენით 17 ნოემბერს დაუჭირა მხარი.
ყველა ახალი ამბავი
0