https://sputnik-georgia.com/20211206/devnili-ojaxebi-sacxovrebeli-fartebis-dakanonebas-sezleben-262638565.html
დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართების დაკანონებას შეძლებენ
დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართების დაკანონებას შეძლებენ
Sputnik საქართველო
გარკვეული კატეგორიების ადამიანები საცხოვრებელი ფართის დაკანონებას სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეძლებენ. 06.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-06T20:59+0400
2021-12-06T20:59+0400
2021-12-06T20:59+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696896_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_b5922532b36063b53bc6664389a8d67a.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა თბილისსა და ქობულეთში მცხოვრებ 122 ოჯახს (321 ადამიანს) საცხოვრებელ ფართს კანონიერ საკუთრებაში გადასცემს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.შესაბამისი დადგენილება მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ოჯახები ფართების დაკანონებას სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეძლებენ.თურნავას თქმით, მთავრობა მსგავს გადაწყვეტილებს პერიოდულად იღებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ადამიანებისთვის - იძულებით გადაადგილებული თუ სოციალურად დაუცველი პირებისთვის.„ეს არის სხვენები, სარდაფები, სხვადასხვა ფართი, რომელსაც ისინი საჭიროებენ ნორმალური ცხოვრების პირობებისთვის... ერთ ლარად, სიმბოლურ ფასში ვუკანონებთ ქონებას, მათ შორის დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, ადამიანებს, რომლებიც წლებია ამა თუ იმ მისამართზე ცხოვრობენ, მაგრამ ამ დრომდე არ ჰქონდათ დაკანონებული საცხოვრებელი ფართები. ამ პრობლემას ჩვენ სისტემურად ვაგვარებთ და პროცესი კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნა მინისტრმა.დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
https://sputnik-georgia.com/20211102/devnilebistvis-binebis-sesyidvis-miznit-menaseneebis-konkursi-gamocxadda-261722526.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696896_264:0:2935:2003_1920x0_80_0_0_6cba8909b2076573b0951415e2f4d9ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართების დაკანონებას შეძლებენ
გარკვეული კატეგორიების ადამიანები საცხოვრებელი ფართის დაკანონებას სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეძლებენ.
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა თბილისსა და ქობულეთში მცხოვრებ 122 ოჯახს (321 ადამიანს) საცხოვრებელ ფართს კანონიერ საკუთრებაში გადასცემს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შესაბამისი დადგენილება მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ოჯახები ფართების დაკანონებას სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეძლებენ.
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში. მორიგი ქონების გადაცემა განვახორციელეთ სიმბოლურ ფასში. 5 ბინათმშენებლობის კოოპერატივს, რომელიც შედგება იძულებით გადაადგილებულ პირთაგან, სადაც არის 130-მდე ოჯახი, 300-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ქობულეთსა და თბილისში მიიღებს 1 ლარად საკუთრებაში საერთო სარგებლობის ფართებს იმ კორპუსებში, სადაც ისინი კომპაქტურად არიან ჩასახლებულები.“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, მთავრობა მსგავს გადაწყვეტილებს პერიოდულად იღებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ადამიანებისთვის - იძულებით გადაადგილებული თუ სოციალურად დაუცველი პირებისთვის.
„ეს არის სხვენები, სარდაფები, სხვადასხვა ფართი, რომელსაც ისინი საჭიროებენ ნორმალური ცხოვრების პირობებისთვის... ერთ ლარად, სიმბოლურ ფასში ვუკანონებთ ქონებას, მათ შორის დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, ადამიანებს, რომლებიც წლებია ამა თუ იმ მისამართზე ცხოვრობენ, მაგრამ ამ დრომდე არ ჰქონდათ დაკანონებული საცხოვრებელი ფართები. ამ პრობლემას ჩვენ სისტემურად ვაგვარებთ და პროცესი კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნა მინისტრმა.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.