https://sputnik-georgia.com/20211102/devnilebistvis-binebis-sesyidvis-miznit-menaseneebis-konkursi-gamocxadda-261722526.html
დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეების კონკურსი გამოცხადდა
დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეების კონკურსი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
კონკურსში მონაწილეობისა და საკონკურსო წინადადების წარდგენის უფლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (სამშენებლო ორგანიზაციას) აქვს. 02.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-02T16:27+0400
2021-11-02T16:27+0400
2021-11-02T21:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261716105_0:56:1400:845_1920x0_80_0_0_15b49d50b526c08889078ffc9ebfe69b.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. მენაშენეების პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართების შესყიდვა თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში იგეგმება.კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. კომისიის სხდომას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ესწრებოდნენ.პროექტში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა საკონკურსო წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ. საკონკურსო წინადადებების მიღება 2021 წლის 31 დეკემბერს, 18:00 საათზე მთავრდება.დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. აქედან თბილისში 37,8 ათასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს.ბინის ან სახლის მისაღებად დევნილებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის საფუძველზე, მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე, კომისია მათ 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს. ამის შემდეგ კომისიის წევრები თითოეული დევნილის საკითხს ადგილზე სწავლობენ.ახალაშენებულ კორპუსებში ახალგარემონტებული ბინების სახელმწიფოს მიერ შესყიდვა და დევნილი ოჯახებისთვის გადაცემა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კომპლექსებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ და ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.
https://sputnik-georgia.com/20210806/naTia-Turnava-kargi-SesaZlebloba-biznesisTvis-devnilebis-binebiT-uzrunbvelyofa-252524916.html
https://sputnik-georgia.com/20210918/zugdidsi-200-mde-devnili-ojaxi-axal-binebs-miirebs-259698767.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261716105_622:101:1400:684_1920x0_80_0_0_880bf3fd5735eb80056a1087a1c5a25a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები
დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეების კონკურსი გამოცხადდა
16:27 02.11.2021 (განახლებულია: 21:01 02.11.2021) კონკურსში მონაწილეობისა და საკონკურსო წინადადების წარდგენის უფლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (სამშენებლო ორგანიზაციას) აქვს.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. მენაშენეების პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ
ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართების შესყიდვა თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში იგეგმება.
კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. კომისიის სხდომას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ესწრებოდნენ.
პროექტში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა საკონკურსო წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ.
საკონკურსო წინადადებების მიღება 2021 წლის 31 დეკემბერს, 18:00 საათზე მთავრდება.
დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. აქედან თბილისში 37,8 ათასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
ბინის ან სახლის მისაღებად დევნილებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის საფუძველზე, მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე, კომისია მათ 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს. ამის შემდეგ კომისიის წევრები თითოეული დევნილის საკითხს ადგილზე სწავლობენ.
18 სექტემბერი 2021, 11:40
ახალაშენებულ კორპუსებში ახალგარემონტებული ბინების სახელმწიფოს მიერ შესყიდვა და დევნილი ოჯახებისთვის გადაცემა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.
სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კომპლექსებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ და ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.