„ამოიღეთ პროპაგანდისტული წიგნი პროგრამიდან“: განათლების სამინისტროსთან აქცია გაიმართა

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან. 6.12.2021
საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან. 6.12.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
გამოწერა
საზოგადოების ნაწილი მოითხოვს, პროგრამიდან ამოიღონ მეცხრე კლასის ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები, სადაც ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთ თავში მთელი პარაგრაფი ეძღვნება და სადაც იგი მოხსენიებულია როგორც „პოლიტიკოსი, ცნობილი ქველმოქმედი და ბიზნესმენი“.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „დროამ" განათლების სამინისტროსთან აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროს გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.
„ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, დაიწყო კიდევ უფრო შორეულ მომავალზე ფიქრი და ახალი თაობისთვის ტვინის გამორეცხვას ცდილობს. ალბათ მალე ისე ვიზამთ, რომ ჩვენს შვილებს საზეპიროდ ექნებათ ბიძინას ბიოგრაფია სასწავლი”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული სკანდალი: განათლების სამინისტრო ბრალდებებს პასუხობს
როგორც „დროას" ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, პროტესტს სხვადასხვა ფორმა ექნება.
საზოგადოების ნაწილი პროგრამიდან მეცხრე კლასის ისტორიის ახალი სახელმძღვანელოების ამოღებას მოითხოვს. პრეტენზიები ეხება თავებს, რომლებიც ეძღვნება „ვარდების რევოლუციას“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს. კრიტიკოსები თვლიან, რომ სახელმძღვანელოები პროპაგანდისტული ხასიათისაა და ემსახურება მოქმედი ხელისუფლების ქება-დიდებას, იმ დროს, როდესაც „ვარდების რევოლუციის“ როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში დაკნინებული და ნეგატიურ კონტექსტშია მოტანილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიციით კი, მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებში ისტორიული პროცესები სწორად, კომპეტენტურად და მრავალმხრივ არის აღწერილი.
ყველა ახალი ამბავი
0