https://sputnik-georgia.com/20211206/15-wlis-mozardis-mkvlelobis-saqmeze-dakavebul-or-arasrulwlovans-brali-waredgina-262636752.html
15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 06.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-06T19:59+0400
2021-12-06T19:59+0400
2021-12-06T23:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 15 წლის დავით კრავეიშვილის განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიების მიხედვით, 4 დეკემბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.ხოლო მეორე ბრალდებულმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა.ერთ-ერთ დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობა), ხოლო მეორეს 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა.პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
https://sputnik-georgia.com/20211205/15-wlis-mozardis-mkvleloba-ariarebs-tu-ara-dakavebuli-danasauls-262608108.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
19:59 06.12.2021 (განახლებულია: 23:09 06.12.2021) პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 15 წლის დავით კრავეიშვილის განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მერ გავრცელებულ
განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, 4 დეკემბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ხოლო მეორე ბრალდებულმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა.
ერთ-ერთ დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობა), ხოლო მეორეს 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.