15 წლის მოზარდის მკვლელობა: აღიარებს თუ არა დაკავებული დანაშაულს

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავებული გისოსებს მიღმა
დაკავებული გისოსებს მიღმა - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2021
გამოწერა
სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 16 წლის მოზარდი დააკავეს, მასთვის ბრალი პროკურატურას ჯერ არ წარუდგენია
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. თბილისში 4 დეკემბერს 15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს, განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა გოგა ბოგვერაძემ.
სამართალდამცველებმა 16 წლის ლ.ი. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დღეს დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 15 წლის მოზარდს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დააკავეს არასრულწლოვანი და უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო დაკავებისთანავე ადვოკატი, დღეს მოხდა ჩემი ჩართვა. მასალები ჯერ არ გადმომცემია, განცხადებით მივმართე გამოძიებას. ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს და იყენებს დუმილის უფლებას. უცნობია, სად დააკავეს“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ამ დრომდე ბრალი არ წარუდგენიათ.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2021
სანზონაში 15 წლის მოზარდის მკვლელობა: დაკავებულია ორი არასრულწლოვანი
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კრავეიშვილს ცივი იარაღით 10 ჭრილობა მიაყენეს. ადგილობრივების თქმით, ჩხუბში რამდენიმე მოზარდი მონაწილეობდა, ამიტომ გამორიცხული არაა, დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს.
15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კიდევ ერთი პირია დაკავებული.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
მკვლელობის მოტივის ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით უცნობია, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მკვლელობა გოგოს გამო მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0