https://sputnik-georgia.com/20211205/sanzonasi-15-wlis-mozardis-mkvleloba-dakavebulia-ori-arasrulwlovani-262601263.html
სანზონაში 15 წლის მოზარდის მკვლელობა: დაკავებულია ორი არასრულწლოვანი
სანზონაში 15 წლის მოზარდის მკვლელობა: დაკავებულია ორი არასრულწლოვანი
Sputnik საქართველო
შაბათს საღამოს სანზონაში 15 წლის ბიჭი დანით დაჭრეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 05.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-05T09:30+0400
2021-12-05T09:30+0400
2021-12-05T09:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, სანზონაში შაბათს მომხდარი მოზარდის მკვლელობის ფაქტზე 16 და 17 წლის ბიჭები დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.პოლიციამ 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტზე, თბილისში დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ., რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
https://sputnik-georgia.com/20211201/zaza-saralizem-prezidents-svilis-mkvlelebis-sewyaleba-stxova-262503417.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
სანზონაში 15 წლის მოზარდის მკვლელობა: დაკავებულია ორი არასრულწლოვანი
შაბათს საღამოს სანზონაში 15 წლის ბიჭი დანით დაჭრეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, სანზონაში შაბათს მომხდარი მოზარდის მკვლელობის ფაქტზე 16 და 17 წლის ბიჭები დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პოლიციამ 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტზე, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ., რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.
მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.