მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთში ერდოღანის მონაწილეობით გამართულ მიტინგზე ტერორისტული აქტი აღკვეთეს

© AP Photo / Burhan Ozbiliciთურქეთის პოლიცია
თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2021
გამოწერა
თურქეთში გააუვნებელყვეს ბომბი, რომელიც შესაძლოა ერდოღანის მონაწილეობით გამართულ აქციაზე აფეთქებულიყო
თბილისი, 5 დეკემბერი– Sputnik. თურქეთის სპეცსამსახურებმა გააუვნებელყვეს ბომბი, რომელიც შესაძლოა აფეთქებულიყო ქალაქ სიირთში, სადაც გაიმართა მიტინგი პრეზიდენტ ტაიიპ ერდოღანის მონაწილეობით, განაცხადა მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ხელმძღვანელის მოადგილემ ჰამზა დაგმა.
„ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული მარდინში მომუშავე პოლიციელის მანქანის ქვეშ, მისი აფეთქება სიირთში მისი (ერდოღანის - რედ.) ჩასვლისას იყო დაგეგმილი. <...> აქციის ჩაშლა უნდოდათ. არიან ისეთები, ვინც მშვიდობიანი გარემოს დანგრევას ცდილობს“, - განაცხადა პოლიტიკოსმა CNN Turk-ის ეთერში.
ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
რამდენად მოქმედებს თურქული ლირის გაუფასურება ლარზე? ეროვნული ბანკის განმარტება
პოლიციელებმა ბომბი მანქანის დათვალიერებისას იპოვეს, გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანადგურეს.
თურქეთში აქციებს მართავენ როგორც ერდოღანის მომხრეები, ისე მისი ოპონენტები. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ მერსინში ათასობით მოქალაქე გამოვიდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ჩამოშლის ფონზე.
თავის მხრივ, სახელმწიფოს მეთაურმა სიირთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მის აქციაზე უფრო მეტი ხალხი მივიდა, ვიდრე ოპოზიციის აქციაზე. პრეზიდენტმა მოქალაქეებს ეროვნული ეკონომიკის მიმართ ნდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და სიტუაციის სტაბილიზაციას დაჰპირდა. მისი თქმით, გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი მსოფლიო ბაზრებზე ნედლეულზე გაძვირება იყო.
თურქული ლირა - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
მსოფლიო დღეს
ერდოღანის განცხადებამ თურქული ლირის კურსი ჩამოშალა
წლის დასაწყისიდან თურქული ვალუტა დოლარის მიმართ 7,4 ლირადან 13,9-მდე დაეცა. 23 ნოემბერს ერთ დღე-ღამეში ადგილობრივი ვალუტის კურსი 16 პროცენტით ჩამოქვეითდა, რაც ბოლო 20 წლის ისტორიული მაქსიმალური იყო.
კურსის დაცემა გამოიწვია თურქეთის ცენტრალური ბანკის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებამ რეფინანსირების განაკვეთის 16-დან 15 პროცენტამდე შემცირების შესახებ. ერდოღანმა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო შემცირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს ინფლაციის შემცირებას გამოიწვევდა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა პრეზიდენტი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს და ვადამდელი არჩევნებისკენ მოუწოდეს. ერდოღანმა უარყო ეს ინიციატივა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში გეგმის მიხედვით - 2023 წლის ივნისში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0