https://sputnik-georgia.com/20211205/tbilissa-da-qutaissi-kovid-pasportebis-mowinaarmdegeebis-aqciebi-imarteba-262606380.html
თბილისსა და ქუთაისში კოვიდ-პასპორტების მოწინააღმდეგეების აქციები მიმდინარეობს
თბილისსა და ქუთაისში კოვიდ-პასპორტების მოწინააღმდეგეების აქციები მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეები მზად არიან არ დაუშვან ქვეყანაში „კოვიდ-ტერორის“ დამკვიდრება 05.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-05T16:38+0400
2021-12-05T16:38+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262607161_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_6ba1aecbfbf79a68028ff75431eea113.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. „არა კოვიდ-პასპორტებს" და „არა სავალდებულო ვაქცინაციას" - ამ ლოზუნგებით თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ ქვეყანაში „მწვანე პასპორტების" სისტემის დანერგვის მოწინააღმდეგეთა მსვლელობა დაიწყო, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 1 დეკემბრიდან ქვეყანაში კოვიდ-პასპორტის სისტემის დანერგვის შესახებ. საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ სპეციალური QR-კოდის არსებობის შემთხვევაში შეძლებენ ეწვიონ მთელ რიგ ობიექტებს, მათ შორის სასტუმროებს, თეატრებს, კინოთეატრებს, ფიტნეს და სპა ცენტრებს.აქციებზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის ბევრი ბავშვია. აქციის მონაწილეები ვუვუზელებითა და დოლებით მივიდნენ. ბევრი მათგანი აქციაზე სამედიცინო პირბადის გარეშე მივიდა.აქციის ორგანიზატორის, ზვიად ტომარაძის განცხადებით, შეკრებილები ქვეყანაში „კოვიდ-ტერორის“ დამკვიდრებას არ დაუშვებენ.კოვიდ-პასპორტების შემოღების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გასულ კვირასაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა კოსტავას გამზირზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დაასრულეს. შეკრებილებმა მედიასაშუალება „კოვიდ-ტერორის“ პოლიტიკის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.
https://sputnik-georgia.com/20211201/saqartveloshi-mwvane-pasportis-koncefcia-sheizleba-gadaixedos-262519409.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262607161_50:227:1028:960_1920x0_80_0_0_4247fa5f61de000506db57f8e7f5f292.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
თბილისსა და ქუთაისში კოვიდ-პასპორტების მოწინააღმდეგეების აქციები მიმდინარეობს
16:38 05.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) აქციის მონაწილეები მზად არიან არ დაუშვან ქვეყანაში „კოვიდ-ტერორის“ დამკვიდრება
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. „არა კოვიდ-პასპორტებს" და „არა სავალდებულო ვაქცინაციას" - ამ ლოზუნგებით თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ ქვეყანაში „მწვანე პასპორტების" სისტემის დანერგვის მოწინააღმდეგეთა მსვლელობა დაიწყო, იუწყება
Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 1 დეკემბრიდან ქვეყანაში კოვიდ-პასპორტის სისტემის დანერგვის შესახებ. საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ სპეციალური QR-კოდის არსებობის შემთხვევაში შეძლებენ ეწვიონ მთელ რიგ ობიექტებს, მათ შორის სასტუმროებს, თეატრებს, კინოთეატრებს, ფიტნეს და სპა ცენტრებს.
აქციებზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის ბევრი ბავშვია. აქციის მონაწილეები ვუვუზელებითა და დოლებით მივიდნენ. ბევრი მათგანი აქციაზე სამედიცინო პირბადის გარეშე მივიდა.
აქციის ორგანიზატორის, ზვიად ტომარაძის განცხადებით, შეკრებილები ქვეყანაში „კოვიდ-ტერორის“ დამკვიდრებას არ დაუშვებენ.
„უკვე ტრადიციულად შევიკრიბეთ რესპუბლიკის მოედანზე. უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის. არ უნდა დავუშვათ სავალდებულო ვაქცინაცია და უნდა გავაუქმოთ კოვიდ-პასპორტების სისტემა", - განაცხადა ტომარაძემ.
კოვიდ-პასპორტების შემოღების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გასულ კვირასაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა კოსტავას გამზირზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დაასრულეს. შეკრებილებმა მედიასაშუალება „კოვიდ-ტერორის“ პოლიტიკის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.