სოფელ ციხისძირის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

© photo: Sputnik / Valery Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიმანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2021
გამოწერა
ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ცირტუსის გადამამუშავებელი ქარხნიდან გამოტანილი ნარჩენები არ ნადგურდება დადგენილი წესების შესაბამისად.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოდან ნარჩენების დაყრა გააპროტესტა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მათი განცხადებით, ნარჩენებს სანიტარული ნორმების გვერდის ავლით ყრიან, ნარჩენების ლპობის შედეგად წარმოქმნილი სპეციფიკური სუნი კი მოსახლეობას აწუხებს.
აქციის მონაწილეებმა გვიან ღამით გზა გადაკეტეს და ქარხნიდან ნარჩენების გამოტანის შესაძლებლობა მანქანებს არ მისცეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, მათ აქციის ორი მონაწილე დააკავეს, რომელთა შორის ერთ-ერთი ენმ-ს წევრი ბონდო თედორაძეა.
ნაგვის კონტეინერები - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2021
ლანჩხუთსა და ოზურგეთს ნაგავმზიდები და კონტეინერები გადასცეს
ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ სოფელ ციხისძირში ნარჩენების დაყრა ხორციელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით და არავითარი საფრთხე, ნარჩენების დაყრით, მოსახლეობას არ ექმნება.
„აღნიშნულ საკითხში ჩართულები ვართ ორივე მხარე. კომპანია უზრუნველყოფს ტერიტორიის შემოღობვას და ნარჩენების სტანდარტების შესაბამისად დამუშავებას. ყველა დეტალი შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს“, - ნათქვამია ქობულეთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადგილობრივი მოსახლეობა მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებს.
ყველა ახალი ამბავი
0