ლანჩხუთსა და ოზურგეთს ნაგავმზიდები და კონტეინერები გადასცეს

© Facebook / Georgia's solid waste management companyნაგვის კონტეინერები
ნაგვის კონტეინერები - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2021
გამოწერა
ახალი ტექნიკის საშუალებით მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდება ნარჩენების შეგროვებისა და მართვის პროცესი, ფიქრობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს სპეციალურ ტექნიკა გადასცა. იუწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
მუნიციპალიტეტებს, სულ გადაეცათ 8 ნაგავმზიდი, 4 სატვირთო თვითმცლელი მანქანა და 700 კონტეინერი. აქედან 4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 500 კონტეინერი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა მიიღო, ხოლო 4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 300 კონტეინერი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადაეცა.
„ახალი ტექნიკის საშუალებით მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდება ნარჩენების შეგროვებისა და მართვის პროცესი. დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის მომსახურება კი მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო მეტი მცხოვრებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. გამოყენებული იქნება ნარჩენების შეგროვების როგორც კონტეინერული მეთოდი, ისე „ზარის პრინციპით“ შეგროვების მეთოდი - მაღალმთიანი სოფლებისთვის“, - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნარჩენების მართვა - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
ბათუმსა და ქობულეთში არასტანდარტული ნაგავსაყრელები იხურება
უწყების ცნობით, კომპანიამ სპეციალური ტექნიკა და კონტეინერები ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში, შავი ზღვის სანაპიროს, მასში ჩამავალი მდინარეებისა და მიმდებარე ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შეიძინა.
სპეციალური ტექნიკისა და კონტეინერების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრნენ.
ყველა ახალი ამბავი
0