დედაქალაქში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა

© photo: Sputnikკინოთეატრში
კინოთეატრში - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2021
გამოწერა
ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანსა“ და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში, სადაც ნაჩვენები იქნება ახლად აღდგენილი და გაციფრულებული 20-30-იანი წლების ქართული ფილმები.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. დედაქალაქში, კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის რიგით 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა.
უცხოელი პროდიუსერებითა და კინოკრიტიკოსებით დაკომპლექტებული 3-კაციანი ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს სამ ნომინაციაში:
1.
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
2.
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი;
3.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ფესტივალი გაიხსნა საქართველოს სახელით „ოსკარზე“ წარდგენილი ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“.
კინოფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება სხვა ისეთი ქართული ფილმებიც, რომლებმაც საერთაშორისო ფესტივალებზე კინოკრიტიკოსების ყურადღება მიიქციეს და დადებითი შეფასებებიც მიიღეს.
ერთ-ერთი ასეთია რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, რომელიც თებერვალში ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, და სოსო ბლიაძის ფილმი „ოთარის სიკვდილი“, რომლის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე ფილმი უკრაინიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, არგენტინიდან, ისრაელიდან და ა.შ.
თბილისში 1920-იანი წლების ქართული კინოსადმი მიძღვნილი რეტროსპექტივა იწყება>>
კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ორი წიგნის პრეზენტაცია: „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ და „გულახდილი საუბრები“.
კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება არაერთი მასტერკლასი.
ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება 11 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ შედგება, სადაც ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის ლუი გარელის ფილმი „ჯვაროსნული ლაშქრობა“.
კინოთეატრ „ამირანის“ გარდა, ჩვენებები გაიმართება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში, სადაც ნაჩვენები იქნება 1920-30-იანი წლების აღდგენილი და გაციფრულებული ქართული ფილმები.
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქართული ფილმის განვითარების ფონდი, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის საელჩო, იტალიის საელჩო და კანადის საელჩო.
ყველა ახალი ამბავი
0