ჩინეთიდან საქართველოსკენ პირველი სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა

© AFP 2024 / NIKLAS HALLE'Nსატვირთო მატარებელი ჩინეთში
სატვირთო მატარებელი ჩინეთში - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2021
გამოწერა
სატვირთო მატარებლის საბოლოო დანიშნულების ადგილია თბილისი, სადაც ტვირთი 10-12 დღეში ჩავა.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ჩინეთიდან, განსუს პროვინციის ქალაქ უვეიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სარკინიგზო-საკონტეინერო მატარებელი გამოემგზავრა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სატვირთო მატარებლის საბოლოო დანიშნულების ადგილია თბილისი, სადაც ტვირთი 10-12 დღეში ჩავა.
„აღნიშნულ სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვებს რეგულარული ხასიათი მიეცემა, როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებითაც“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მიმართულებით პირველი სატვირთო მატარებლის გამომგზავრებასთან დაკავშირებით ქალაქ უვეიში გამართულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
სატვირთო მატარებლები - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
საქართველოში სატვირთო გადაზიდვები 13%-ით გაიზარდა
ელჩმა ხაზი გაუსვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას და საქართველოს, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ჰაბის პოზიციონირებას.
თავის მხრივ, განსუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა აღნიშნა საქართველოს მზარდი როლი სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, რასაც ხელს უწყობს მსგავსი პროექტების განხორციელება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროვინციის მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, უვეის მერი და სხვა საპატიო სტუმრები.
ყველა ახალი ამბავი
0