თბილისში მხუთავი აირით მოწამვლის შედეგად დედა-შვილი გარდაიცვალა

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
გამოწერა
კომპანიის ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისში მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შედეგად პარასკევს საღამოს დედა და მისი 8 წლის შვილი გარდაიცვალნენ, ხოლო ერთი ადამიანი მოიწამლა, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ისინი „თბილისი ენერჯის“ აბონენტები არ იყვნენ. კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ბუნებრივი გაზი დატაცებული და გაზზე მომუშავე ყველა დანადგარი კუსტარულად დამონტაჟებული ჰქონდათ.
„ორი ადამიანი დაიღუპა თბილისში და ერთი მოიწამლა, საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლის მოხმარების გამო. აღნიშნული მომხმარებლები არ იყვნენ „თბილისი ენერჯის“ აბონენტები, ხდებოდა ბუნებრივი გაზის დატაცება და კუსტარული მონტაჟი, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა“, - აცხადებენ კომპანიაში.
დეკემბრის თვეში CO-თი ინტოქსიკაციით გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა. 1 დეკემბერს, შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში მხუთავი აირით ინტოქსიკაციას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის დანადგარები, განსაკუთრებით ღია წვის კამერით, საშიშია სიცოცხლისთვის. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ქარის დროს მხუთავი აირის (CO) დაგროვების საფრთხე 10-ჯერ იმატებს.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2021
ოზურგეთში მხუთავი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა
გაზგამანაწილებელი კომპანია კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას გაზის უსაფრთხო გამოყენების წესებს – სახლიდან გასვლის წინ არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და ყურადღება მიაქციონ გაზზე მომუშავე დანადგარების მუშაობას.
გაზის დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი საქართველოში მეტად აქტუალურია. ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად ადამიანების გარდაცვალებისა და მოწამლვის შემთხვევები გახშირდა.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თბილისში 150-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0