ოზურგეთში მხუთავი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა

© Sputnik / Olga Kiknavelidzeსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2021
გამოწერა
უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალები და ბავშვი სახლში დაბრუნებულმა ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა ნახა
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ქალაქ ოზურგეთში, ანასეულის უბანში მხუთავი აირით მოიწამლა ოჯახი - ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „გურიანიუსი“.
დაშავებულები არიან 51, 69 და 78 წლის ქალები, ასევე სამი წლის ბავშვი. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანა.
„თბილისი ენერჯი“ - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2021
თბილისში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა: „თბილისი ენერჯის“ განცხადება
ექიმის თქმით, ქალები რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს, სამი წლის ბავშვი გადაყვანილია პედიატრიულ განყოფილებაში. ოთხივე ღამით კლინიკაში დარჩა. მათ საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია. ექიმების თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალები და ბავშვი სახლში დაბრუნებულმა ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა ნახა. მანვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება.
ყველა ახალი ამბავი
0