თბილისში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა: „თბილისი ენერჯის“ განცხადება

© Sputnik / Alexander Imedashvili„თბილისი ენერჯი“
„თბილისი ენერჯი“ - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2021
გამოწერა
კომპანიის ინფორმაციით, ეს რიგით უკვე 28-ე საცხოვრებელი სახლია, რომელიც 2021 წელს აფეთქებას გადაურჩა
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი აფეთქებას გადაურჩა, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იზეზი, რის გამო კორპუსს აფეთქების საფრთხე ემუქრებოდა, ღია წვია კამერიანი გაზის დანადგარი იყო.
„საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი რიგით 28-ე საცხოვრებელი სახლია, რომელიც წელს აფეთქებას გადაურჩა. გუშინვე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამი ახალგაზრდა ადამიანი გადარჩა CO-გან (ნახშირჟანგი, იგივე მხუთავი აირი - რედ.) სიკვდილს. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ჩვენ მიერ არაერთხელ ნახსენები მკვლელი, ერთკამერიანი (ღია წვის) დანადგარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„თბილისი ენერჯის“ ცნობით, კომპანია პერიოდულად ახორციელებს საცხოვრებელ ბინების შემოწმებას და ხსნიან აღნიშნულ დანადგარებს ქსელიდან.
აფეთქება დიდ დიღომში - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქებას მრავალსართულიანი კორპუსი გადაურჩა
„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის დანადგარები, განსაკუთრებით ღია წვის კამერით, საშიშია სიცოცხლისთვის. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ქარის დროს მხუთავი აირის (CO) დაგროვების საფრთხე 10-ჯერ იმატებს.
„თუმცა მათი ნაწილი თვითნებურად აერთებს ჩახსნილ დანადგარებს და არ ითვალისწინებს მკაცრ გაფრთხილებას. კიდევ ერთხელ გვინდა, გთხოვოთ ყველას, უარი თქვით ღია წვის კამერიან დანადგარებზე… განსაკუთრებით გვინდა, მოვუწოდოთ გაქირავებული ან დაგირავებული ბინების მფლობელებს – ჩახსენით მკვლელი დანადგარები. გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლები ხართ სხვა ადამიანების სიცოცხლეზე. გთხოვთ, გაითვალისწინეთ ყველა რჩევა“, – აცხადებენ კომპანიაში.
გაზგამანაწილებელი კომპანია კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას გაზის უსაფრთხო გამოყენების წესებს – სახლიდან გასვლის წინ არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და ყურადღება მიაქციონ გაზზე მომუშავე დანადგარების მუშაობას.
გაზის დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი საქართველოში მეტად აქტუალურია. ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად ადამიანების გარდაცვალებისა და მოწამლვის შემთხვევები გახშირდა.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თბილისში 150-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0