https://sputnik-georgia.com/20211204/qeit-midltonma-bbc-megan-markli-princi-hari-262566574.html
სკანდალი გრძელდება: ქეით მიდლტონმა BBC-სთან საშობაო კონტრაქტი გააუქმა
სკანდალი გრძელდება: ქეით მიდლტონმა BBC-სთან საშობაო კონტრაქტი გააუქმა
Sputnik საქართველო
ცოტა ხნის წინ „ბიბისის“ ეთერში გავიდა გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი, პრინცი უილიამისა და ჰარის დაპირისპირებაზე. ფილმში... 04.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-04T15:00+0400
2021-12-04T15:00+0400
2021-12-04T15:00+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24017/61/240176173_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_b9936ca24b557dd1973c2156ee512585.jpg
ცოტა ხნის წინ „ბიბისის“ ეთერში გავიდა გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი, პრინცი უილიამისა და ჰარის დაპირისპირებაზე. ფილმში მონაწილეობა მიიღო მეგან მარკლის ადვოკატმაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგანი ძმებს შორის არსებულ უთანხმოებაში არ ერევა და ის ამ სიტუაციაში მხოლოდ მსხვერპლია. ფილმში ცალსახად საუბარი იყო პრინც უილიამის რასისტულ განწყობებზე, რამაც ის ძალიან უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინა. ამ ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, „ბუკინგემის“ სასახლემ ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ოჯახი იმედგაცრუებულია არხის პოლიტიკით. შესაბამისად ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიური საშობაო ლიტურგია არა „ბიბისის“ , არამედ „აითივის“ ეთერში გავა.ახალ კონტრაქტს ხელი ქეით მიდლტონმა მოაწერა და ის ბუკინგემის პრესსამსახურმა გაავრცელა. ეს უდიდესი დანაკარგია „ბიბისითვის“, რადგან დედოფლისა და ზოგადად, სამეფო ოჯახის მონაწილეობით გასული ექსკლუზიური მასალა არხისთვის ყველაზე შემოსავლიანი კონტენტია.
https://sputnik-georgia.com/20211106/princi-uiliami-da-qeit-midltoni-261822185.html
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24017/61/240176173_195:0:2723:1896_1920x0_80_0_0_d9fbd43472901d0174aaeb776bc18604.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, დიდი ბრიტანეთი
საზოგადოება, დიდი ბრიტანეთი
სკანდალი გრძელდება: ქეით მიდლტონმა BBC-სთან საშობაო კონტრაქტი გააუქმა
ცოტა ხნის წინ „ბიბისის“ ეთერში გავიდა გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი, პრინცი უილიამისა და ჰარის დაპირისპირებაზე. ფილმში მონაწილეობა მიიღო მეგან მარკლის ადვოკატმაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგანი ძმებს შორის არსებულ უთანხმოებაში არ ერევა და ის ამ სიტუაციაში მხოლოდ მსხვერპლია.
ფილმში ცალსახად საუბარი იყო პრინც უილიამის რასისტულ განწყობებზე, რამაც ის ძალიან უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინა. ამ ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, „ბუკინგემის“ სასახლემ ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ოჯახი იმედგაცრუებულია არხის პოლიტიკით. შესაბამისად ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიური საშობაო ლიტურგია არა „ბიბისის“ , არამედ „აითივის“ ეთერში გავა.
ახალ კონტრაქტს ხელი ქეით მიდლტონმა მოაწერა და ის ბუკინგემის პრესსამსახურმა გაავრცელა. ეს უდიდესი დანაკარგია „ბიბისითვის“, რადგან დედოფლისა და ზოგადად, სამეფო ოჯახის მონაწილეობით გასული ექსკლუზიური მასალა არხისთვის ყველაზე შემოსავლიანი კონტენტია.