https://sputnik-georgia.com/20211204/nika-melia-sussi-gamokitxvaze-daibares-262594489.html
ნიკა მელია სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს
ნიკა მელია სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს
Sputnik საქართველო
სუსის გამომძიებელი ნიკა მელიას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვებს დაუსვამს 04.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-04T18:16+0400
2021-12-04T18:16+0400
2021-12-04T18:16+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226233_0:113:1280:834_1920x0_80_0_0_8e209ff8ca9d62706e3ad941cae42efd.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწვევის ტექსტი მელიამ თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი მელიას გამოკითხვაზე იწვევს მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ასევე საქმის დეტალების შემცველი დოკუმენტის გადასაცემად.ამასთან მან აღნიშნა, რომ სუსის ამ გამომძიებელს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს.სუსმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ ახორციელებს გამოძიებას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე, რომლის ფიგურანტები დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან შესაძლო ეტაპირებისთვის ხელის შეშლას გეგმავდნენ.სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20211106/susi-saakasvilis-mxardamweri-aqciebis-organizatorebi-xelisuflebis-damxobas-gegmaven-261839211.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226233_222:96:1232:854_1920x0_80_0_0_9917a26c40ec81e13d66540c74718bd3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ნიკა მელია სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს
სუსის გამომძიებელი ნიკა მელიას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვებს დაუსვამს
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწვევის ტექსტი მელიამ თავის
Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი მელიას გამოკითხვაზე იწვევს მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ასევე საქმის დეტალების შემცველი დოკუმენტის გადასაცემად.
„სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი“, - დაწერა მელიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ სუსის ამ გამომძიებელს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს.
სუსმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ ახორციელებს გამოძიებას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე, რომლის ფიგურანტები დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან შესაძლო ეტაპირებისთვის ხელის შეშლას გეგმავდნენ.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.