https://sputnik-georgia.com/20211204/goris-municipalitetsi-mosaxleobasa-da-samartaldamcvelebs-soris-dapirispireba-moxda-262592525.html
გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
Sputnik საქართველო
ადგილობრივი მოსახლეობა სოფლისთვის საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქციებს სისტემატიურად მართავს. 04.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-04T16:00+0400
2021-12-04T16:00+0400
2021-12-04T16:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24611/89/246118928_0:168:3044:1880_1920x0_80_0_0_11070e1aba8d867cd5a0b677b0f433ed.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.ზეღდულეთის მოსახლეობა 2008 წელს გაყიდული სოფლის საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით ადგილობრივებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამე აქცია გამართეს.აქციის მონაწილეებმა თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალება სოფელში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.აქციის მონაწილეებმა გორი-ბერშუეთის საავტომობილო გზის ზეღდულეთის მონაკვეთიდან სოფლის მინდვრებისკენ გადაინაცვლეს, საიდანაც შემოვლითი გზით ავტობანზე გასვლას და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას ცდილობენ.აქციის მიმდინარეობისას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაპირისპირებისას პოლიციამ ერთი ადამიანი ტერიტორიიდან განარიდა.ამ წუთებში გადაკეტილია გორი-ბერშუეთის გზის ზეღდულეთის მონაკვეთი.ადგილზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.როგორც გორის საკრებულოში ზეღდულეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ბერიანიძე აცხადებს, ხელისუფლება ცდილობს სამართლებრივი გზების მოძებნას, რომ არ მოხდეს მიწის ამჟამინდელი მფლობელის, რომელიც კეთილსინდისიერი შემძენია, უფლებების დარღვევა და ასევე გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესებიც.
https://sputnik-georgia.com/20210619/qobuleTSi-aqciaze-dakavebul-pirebs-sasamarTlom-fuladi-jarima-daakisra-252072736.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24611/89/246118928_157:0:2888:2048_1920x0_80_0_0_6906bfef9e7bbac995012c956618705b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს რეგიონები
გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
ადგილობრივი მოსახლეობა სოფლისთვის საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქციებს სისტემატიურად მართავს.
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
ზეღდულეთის მოსახლეობა 2008 წელს გაყიდული სოფლის საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით ადგილობრივებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამე აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალება სოფელში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.
აქციის მონაწილეებმა გორი-ბერშუეთის საავტომობილო გზის ზეღდულეთის მონაკვეთიდან სოფლის მინდვრებისკენ გადაინაცვლეს, საიდანაც შემოვლითი გზით ავტობანზე გასვლას და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას ცდილობენ.
აქციის მიმდინარეობისას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაპირისპირებისას პოლიციამ ერთი ადამიანი ტერიტორიიდან განარიდა.
ამ წუთებში გადაკეტილია გორი-ბერშუეთის გზის ზეღდულეთის მონაკვეთი.
ადგილზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
როგორც გორის საკრებულოში ზეღდულეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ბერიანიძე აცხადებს, ხელისუფლება ცდილობს სამართლებრივი გზების მოძებნას, რომ არ მოხდეს მიწის ამჟამინდელი მფლობელის, რომელიც კეთილსინდისიერი შემძენია, უფლებების დარღვევა და ასევე გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესებიც.