ქობულეთში აქციაზე დაკავებულ პირებს სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა

© Sputnik / STRINGERქობულეთში აქციაზე დაკავებულ პირებს სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა
ქობულეთში აქციაზე დაკავებულ პირებს სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
გამოწერა
აქციის დროს დაკავებული პირები დაკისრებულის ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. ისის უფრო მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ქობულეთში აქციაზე დაკავებულ ოთხ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ქობულეთში რკინიგზა გადაკეტეს და თბილისი-ბათუმის მატარებელს გავლის საშუალებას არ აძლევდნენ. აქციას ხმაური და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დააკავეს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა.

აქცია ქობულეთში: მოსახლეობამ რკინიგზა გადაკეტა - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
აქცია ქობულეთში: მოსახლეობამ რკინიგზა გადაკეტა

დაკავებულები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. ისინი სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ და უფრო მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

ბობოყვათის მოსახლეობა მიწების აუქციონის წესით გასხვისებას აპროტესტებს. მათი მტკიცებით, გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთი მათი  მამა-პაპისეული საკუთრებაა და მისი დარეგისტრირება ვერ მოახერხეს.

აუქციონის შეჩერების მოთხოვნით, მათ დღეს რკინიგზის მაგისტრალი გადაკეტეს, რის გამოც, ბათუმი-თბილისის მატარებელი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაჩერებული იყო.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერიტორია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და შესაბამისად, მოქალაქეებს არ აქვთ მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. სამინისტრო აუქციონის შეჩერებას არ აპირებს.

აუქციონის შეჩერების მოთხოვნით აქცია ქობულეთში ერთი კვირის წინაც გაიმართა, დღევანდელი პროტესტის მიზეზი კი, მათივე განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0