საქართველოს სამშენებლო სფეროში ბევრი რამ იცვლება

© courtesy of European Village LLCსაქართველოს სამშენებლო დარგი
საქართველოს სამშენებლო დარგი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
პანდემიამ შეაფერხა გლობალური ეკონომიკური პროცესების უზარმაზარი ნაწილი. ქვეყნების ეკონომიკის არაერთი სფერო კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ ვითარებაში ნამდვილად გასაკვირია საქართველოს სამშენებლო სექტორი, რომელმაც ჭეშმარიტად შთამბეჭდავი განვითარების ტენდენცია აჩვენა.
საქართველოში სამშენებლო ბაზარი არათუ არ შეფერხებულა, არამედ განაგრძობდა 2020-2021 წლებში ზრდის რეკორდული მაჩვენებლების დემონსტრირებას.
სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, 2020 წელს ქვეყანაში გაიცა მშენებლობის უამრავი ნებართვა და ჩაბარდა ბევრი ახალი ობიექტი - საერთო ჯამში 5 მილიონი კვადრატული მეტრი ფართის. საქართველომ შეძლო და მრავალ ევროპულ ქვეყანას გაუსწრო.
პანდემიამ ვერ იმოქმედა 2021 წელს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ინტენსივობაზე. გაყიდვების ბაზარი, რომელიც რამდენიმე ვიწრო სეგმენტში შესუსტდა, სხვა სეგმენტებში მკვეთრად გაიზარდა და სრულად აინაზღაურა 2020 საკარანტინო წლის დანაკარგი. ტრადიციულად, დარგის ლიდერები არიან თბილისი და ბათუმი, მათ წილზე მოდის ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობების ნახევარზე მეტი.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სამხრეთულ სახელმწიფოში, დიდ პრობლემად რჩება მშენებლობის ხარისხი. პროდუქტის საბოლოო ღირებულების შესამცირებლად სამშენებლო კომპანიები ცდილობენ, თანხა დაზოგონ მასალებსა და კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე. ხარჯის შემცირების ასეთი გზა იწვევს მზა შენობების ხარისხის გარდაუვალ დაქვეითებას. ეს პრობლემური საკითხი არაერთხელ განიხილეს მასმედიაშიც და სახელმწიფო დონეზეც, რის შედეგადაც ხელისუფლებამ რამდენჯერმე გაამკაცრა სამშენებლო რეგლამენტი.
ამან დადებითად იმოქმედა საერთო სიტუაციაზე - მთლიანობაში მშენებლობის ხარისხი თანდათანობით უმჯობესდება და პირველ ადგილს იკავებს რაოდენობისა და ხარისხის დუალისტურ კონცეფციაში. უძრავი ქონების ბაზარზე გაძლიერებული კონკურენციის პირობებში ამას ყურადღებას აქცევენ პროგრესული მშენებლებიც. დღეს აღარ არის საკმარისი კლიენტისთვის მხოლოდ პროდუქტის შეთავაზება - ახლა ის უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მთავარ მოთხოვნებს.
© courtesy of European Village LLCსაქართველოს სამშენებლო დარგი
Строительная отрасль Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
საქართველოს სამშენებლო დარგი
ესაა სტანდარტული ცივილიზებული გზა, რომელიც თავის დროზე ყველა განვითარებულმა გლობალურმა ბაზარმა გაიარა. დღეს კი საქართველოს ჯერი დადგა, გაიზარდოს ახალ მსოფლიო დონემდე.
ისტორიაში ცნობილია მაგალითები, როდესაც საჭირო გახდა ნაჩქარევად აგებული შენობების დემონტაჟი გარდაუვალი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. 2000-იანი წლების დასაწყისში ნიუ-იორკში დაშალეს ცათამბჯენები, რომლებიც 25-30 წლით ადრე, 1970-იან წლებში იყო აგებული. არასათანადო მასალა იწვევდა მზიდი კონსტრუქციების ნგრევას და რეალურ საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს. ახალი მშენებლობები გაცილებით უფრო მკაცრი რეგულაციების შესაბამისად წარმოებდა.
ამიტომ ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მომავალი უდავოდ იმ კომპანიებს ეკუთვნის, რომლებიც წინ იყურებიან. ისინი უკვე დღეს აწესებენ ხარისხის სტანდარტებს, რომლებიც აქტუალურია არა მხოლოდ ამ მომენტში, არამედ აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ხვალ. სამშენებლო რეგლამენტის გაზრდილი მოთხოვნების შესრულება ქმნის შენობის სიმტკიცის პოტენციურ მარაგზე საუბრის საფუძველს, რომელიც გათვლილი იქნება 100-200 წელიწადზე და არა დღეს არსებულ 30 წელიწადზე. რასაკვირველია, ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების სათანადო ხარისხი.
ექსპერტების აზრით, ამ ნიშნით ქართულ ბაზარზე გამოირჩევა კომპანია European Village LLC, რომელიც მუშაობს ბათუმში და დაბალსართულიან სახლებს აშენებს. ამ კომპანიის მაგალითზე შეიძლება საქართველოში უახლესი სამშენებლო ტექნოლოგიების დანერგვის ტენდენციებსა და ხარისხის მსოფლიო სტანდარტებთან მათ ადაპტაციაზე დაკვირვება. რამდენიმე წელია, კომპანია European Village აშენებს პრემიუმკლასის ვილებს აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე, რისთვისაც იყენებს ამ სეგმენტისთვის უპრეცედენტო მეთოდიკას.
შენობა-ნაგებობის გამძლეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა არის სახლის მყარი საძირკველი. ამიტომ კომპანია ჰიდროიზოლაციას უკეთებს ფუნდამენტს რეგიონის რბილი, სუბტროპიკული კლიმატის გათვალისწინებით. ეს საძირკველს იცავს გრუნტის წყლების, ატმოსფერული ნალექის მავნე ზემოქმედებისგან და მინიმუმამდე ამცირებს სახლში სითბოს დანაკარგს. ფუნდამენტს ემატება ნესტის გამწოვი სისტემები, გრუნტი კი საგულდაგულოდ მაგრდება.
შავი ზღვის სანაპირო სეისმურად აქტიური ზონაა, ამიტომ სახლების პროექტები იქმნება სიმტკიცის მარაგით, რომელიც 1,5-2-ჯერ აღემატება მოქმედი რეგულაციებით დადგენილ ნორმებს. სახლის რკინა-ბეტონის კონსტრუქციები გამაგრებულია პენეტრონით. ეს ზრდის წყალგაუმტარობის კლასს w20 დონემდე და აუმჯობესებს ბეტონის თვისებებს М600 მარკამდე. ამგვარად, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ექსპლუატაციის ვადა იზრდება 100 წლით ნესტისა და სოკოსგან შენობის დაცვის ხარჯზე.
© photo: courtesy of European Village LLCსაქართველოს სამშენებლო დარგი
Строительная отрасль Грузии
 - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
საქართველოს სამშენებლო დარგი
სხვა მშენებლებისგან განსხვავებით, რომლებიც კედლებს იაფი ცემენტის ბლოკისა ან პემზის ბლოკისგან აგებენ, კომპანია European Village იყენებს ორმაგ კერამობლოკებს. ამ კედლის წყალობით სახლის კედლები 40 სმ-ია, სტანდარტით ნებადართული 20 სმ-ის ნაცვლად. ასეთი შთამბეჭდავი სხვაობა ორჯერ აუმჯობესებს სახლების საბაზისო მახასიათებლებს, ზრდის სიმტკიცეს, ენერგოეფექტურობას და ნესტისგან დამცავ თვისებებს. ეს სტანდარტი ტრადიციულად გამოიყენება უფრო ცივი კლიმატური სარტყლის ქვეყნებში. საქართველოსთვის კი ესაა ელიტარული დონე და მას მხოლოდ ორი სამშენებლო კომპანია იყენებს. ორმაგი კერამობლოკი აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას სამჯერ, დამატებითი იზოლაციის გარეშე. კედლების სიმტკიცე საგრძნობლად იზრდება - სახლის ექსპლუატაციის ვადა შეადგენს არა 30-50 წელიწადს, არამედ 150-200 წელიწადს. კერამობლოკები საქართველოში ესპანური ტექნოლოგიით მზადდება.
ყველა სამშენებლო მასალა ირჩევა ხანძრის საწინააღმდეგო და ეკოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით. ფასადი დათბუნებულია სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო EPS და XPS ფენით, რომლებსაც ცეცხლი არ ეკიდება და არ იწვის. დამატებით, ფასადი ორჯერ იფარება ნესტგამძლე ფითხით და სილიკონის კომპონენტის შემცველი Terraco-ს აკრილის საღებავის სამმაგი ფენით.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახლის ჰიდროიზოლაციის დივერსიფიკაციას. კერძოდ, ცალკე კეთდება სახურავის, აივნებისა და ტერასების ჰიდროიზოლაცია ტრადიციული მეთოდით და შვედური სავაჭრო მარკის Terraco-ს მასალებით. სახურავი, აივნები, ტერასები იფარება ჰიდროიზოლაციის სამი ფენით.
შენობების შესამინად გამოიყენება გერმანული კომპანია Rehau-ს კარ-ფანჯარა ორმაგი შუშებით. შიგნიდან ვილები მოპირკეთებულია ძვირადღირებული მასალებით, როგორებიცაა ესპანური კერამოგრანიტი, სპარსული მარმარილო, ნატურალური ხის მასალა და სხვ.
უძრავი ქონების მფლობელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტის საინვესტიციო პოტენციალის კრიტერიუმი, რომელსაც მაღალი რენტაბელობა უნდა გააჩნდეს. ამ მხრივ სახლის ექსპლუატაციის ვადას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - გაძლებს ის 40-50 წელი თუ 200 და მეტი წელი. ამაზე პირდაპირაა დამოკიდებული უძრავი ქონების მოვლისა და კაპიტალური შეკეთების ხარჯი. 200-წლიანი ექსპლუატაციის მქონე სახლებს მფლობელის ოჯახის მრავალი თაობა გამოიყენებს. გარდა ამისა, მეტად მნიშვნელოვანია საკურორტო უძრავი ქონების ადგილმდებარეობა. ობიექტის ხელსაყრელ ადგილზე განლაგება უზრუნველყოფს მისი კაპიტალიზაციის ყოველწლიურ ზრდას - მიწა ხომ მუდმივად ძვირდება.
საქმისადმი ასეთი პასუხისმგებლობით მიდგომა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის სრულყოფისთვის. უცხოელი ინვესტორების ინტერესის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ კონკურენტუნარიანობის გაზრდის შემთხვევაში. ხარისხის ახალი სტანდარტი უპირატესობას იძლევა თურქეთის, ბულგარეთისა და სხვა სამხრეთული ქვეყნების ბაზრებთან შედარებით, რომლებიც ასევე აწყდებიან მშენებლობის ხარისხის პრობლემას.
სპეციალისტები იმაზე საუბრობენ, რომ ქართული დაბალსართულიანი სახლების მშენებელი ლიდერი კომპანიის European Village-ის კვალდაკვალ სულ უფრო მეტი კომპანია დაიწყებს უახლესი ტექნოლოგიების ცალკეული კომპონენტების დანერგვას. ზოგიერთი უკვე იყენებს მზიდი კონსტრუქციების თბო- და ჰიდროიზოლაციას, კერამიკულ ბლოკს (ჯერ მხოლოდ ერთმაგს) და ა.შ. ამას ჯერ მასობრივი ხასიათი არ აქვს, საუბარია უფრო ტექნოლოგიების ფრაგმენტულ სრულყოფაზე. თუმცა გამოიკვეთა საკმაოდ მკაფიო ტენდენცია - საქართველოში მშენებლობის სტანდარტები იზრდება. დარგის ლიდერების კვალდაკვალ სულ უფრო მეტი დეველოპერი შეეცდება ხარისხის გაუმჯობესებას. ექსპერტების ვარაუდით, საბოლოო ჯამში ეს სამშენებლო სექტორში საყოველთაო პროგრესს გამოიწვევს, რაც ქართული უძრავი ქონების კონკურენტუნარიანობაზე, უდავოდ, დადებითად აისახება.
მასალა ქვეყნდება კომერციულ საფუძველზე
ყველა ახალი ამბავი
0