ქვეყნის მასშტაბით ახლადარჩეული საკრებულოები უფლებამოსილების აღსრულებას იწყებენ

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის მერიის შენობა
რუსთავის მერიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
პირველ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატები აირჩევენ თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და კომისიების თავმჯდომარეებს.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს 64 ქალაქსა და რაიონში 3 დეკემბერს ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართება.
პირველ სხდომებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები გახსნიან, რომლებიც კონკრეტულ საკრებულოში არჩევნების შედეგებს წარადგენენ. თბილისში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სხდომას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახსნის.
შემდეგ დეპუტატები უფლებამოსილების ცნობის შესახებ პირველ გადაწყვეტილებას მიიღებენ და თავმჯდომარის ადგილს უხუცესი დეპუტატი დაიკავებს.
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა
პირველ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატები აირჩევენ თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და კომისიების თავმჯდომარეებს. პირველივე სხდომაზე ასევე განისაზღვრება ფრაქციების შემადგენლობა. თითოეული ფრაქცია მხოლოდ ერთი პარტიის წევრებით დაკომპლექტდება.
თბილისის ახლადარჩეულ საკრებულოში მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჰყავს 29 დეპუტატი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 13 დეპუტატი, პარტიას „საქართველოსთვის“ - 4 დეპუტატი, პარტიას „ლელო საქართველოსთვის" - 2 დეპუტატი, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 1 დეპუტატი და პარტიას „ხალხისთვის" - 1 დეპუტატი.
საკრებულოების უმრავლესობაში უპირატესობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს, გამონაკლისი, სადაც მმართველმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, არის რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოები.
ყველა ახალი ამბავი
0