რა მოგება ნახა საპენსიო ფონდმა – ცხრა თვის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringer100-ლარიანი კუპიურა
100-ლარიანი კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
ამ დროისათვის დაგროვებით საპენსიო სქემაში სულ ჩართულია 1,2 მილიონი ადამიანი.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. დაგროვებული პენსიის მოცულობამ საქართველოში 1,9 მლრდ ლარი შეადგინა, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 1.270-მა ადამიანმა.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 30 ნოემბრის მდგომარეობით, დაგროვებით პენსიაზე დარიცხული სარგებელი 249 მილიონი ლარია.
საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში წლიურ ეფექტურ 10,7%-ში, აქტივების 65% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 35% – სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.
გამვლელები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
დაგროვებითი საპენსიო სისტემის წარმატებები და დანაკარგები საქართველოში: უახლესი მონაცემები
სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და სქემას თვეში საშუალოდ 11 ათასზე მეტი ადამიანი ემატება.
ამ დროისათვის დაგროვებით საპენსიო სქემაში სულ ჩართულია 1,2 მილიონი ადამიანი.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ის სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
საპნის ბუშტები - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
ერთი ყულაბის ამბავი, ანუ სად არის ჩვენი საპენსიო დანაზოგი?
ფულის დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის საპენსიო აქტივები მთლიანად ლარშია ინვესტირებული.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა.
ყველა ახალი ამბავი
0