კასპელების კომფორტისთვის: გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი

© Government of Georgia საზოგადოებრივი ცენტრი კასპში
 საზოგადოებრივი ცენტრი კასპში - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს კომფორტულ გარემოში სწრაფად, რაიონიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურების მიღებას კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საკუთარი ქალაქიდან გაუსვლელად შეძლებს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ახალი ფილიალი მოქალაქეებს მრავალფეროვან მომსახურებას, გამარტივებულ პროცედურებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
წილკნის ბაზაზე გაიხსნა სათბური თანამედროვე ტექნოლოგიებით
საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. ესენია: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის მომსახურებები. ცენტრში ასევე წარმოდგენილია კერძო კომპანიებიც: „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“.
ახალი მომსახურების სივრცე 308 კვ.მ-ზეა განთავსებული და მომხმარებელს სასურველ სერვისს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით აწვდის.

„დღესვე საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნა. ბიუროს ახალი ოფისი ქართლის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ასევე, კასპის საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული.
კასპის მსგავსად, საზოგადოებრივი ცენტრები ქართლის რეგიონში - გომში, რუისში, მეჯვრისხევში, ტყვიავსა და ბერძენაულში - ფუნქციონირებს.
ყველა ახალი ამბავი
0