https://sputnik-georgia.com/20211104/wilknis-bazaze-tanamedrove-satburi-gaixsna-261783475.html
წილკნის ბაზაზე გაიხსნა სათბური თანამედროვე ტექნოლოგიებით
წილკნის ბაზაზე გაიხსნა სათბური თანამედროვე ტექნოლოგიებით
Sputnik საქართველო
სათბურის ბაზაზე ახალგაზრდა ფერმერები გადამზადდებიან და მათთვის სემინარ-ტრენინგები მოეწყობა. 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T12:18+0400
2021-11-04T12:18+0400
2021-11-04T16:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261783216_0:42:1200:717_1920x0_80_0_0_6bc93ae847986dd7a80f1556908ed891.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე აშენდა სათბური თანამედროვე ტექნოლოგიებით, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სათბური ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში აშენდა. მის ბაზაზე გადამზადდებიან ახალგაზრდა ფერმერები და მათთვის სემინარ-ტრენინგები იქნება ორგანიზებული. ასევე სხვადასხვა ქვეყნის აგრონომებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.ახალი სათბური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ხატია წილოსანმა გახსნეს.„დღეს ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ სადემონსტრაციო ჰაბის შექმნაში, რაც მოგცემს შესაძლებლობას, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიები დავნერგოთ. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, ეს სადემონსტრაციო ჰაბი გახდეს რეგიონული და დარგის ექსპერტები და სტუდენტები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ცენტრალური აზიიდან მოვიდნენ აქ იმისთვის, რომ შეისწავლონ სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები“, – აღნიშნა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.MASHAV-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოა. დღეისათვის MASHAV-ის პროფესიული სასწავლო კურსები საქართველოდან 1600-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა.სტუმრებმა წილკნის ბაზაზე პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს. ლაბორატორიაში 2017 წლიდან ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261783216_164:0:1120:717_1920x0_80_0_0_7fd7a4b4f599d835c5bc82eaaf6c43d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ისრაელი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ისრაელი
წილკნის ბაზაზე გაიხსნა სათბური თანამედროვე ტექნოლოგიებით
12:18 04.11.2021 (განახლებულია: 16:47 04.11.2021) სათბურის ბაზაზე ახალგაზრდა ფერმერები გადამზადდებიან და მათთვის სემინარ-ტრენინგები მოეწყობა.
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე აშენდა სათბური თანამედროვე ტექნოლოგიებით, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
სათბური ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში აშენდა. მის ბაზაზე გადამზადდებიან ახალგაზრდა ფერმერები და მათთვის სემინარ-ტრენინგები იქნება ორგანიზებული. ასევე სხვადასხვა ქვეყნის აგრონომებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.
„სათბური აღჭურვილია ვენტილაციის, ფერტიგაციის და წვეთოვანი მორწყვის სისტემებით, შემდეგი ეტაპი კი ცენტრის ნაკვეთზე ჰიდროფონიკის (მცენარის უნიადაგოდ მოყვანის ინოვაციური მეთოდი) ტექნოლოგიის დანერგვას ითვალისწინებს“, – აღნიშნავენ უწყებაში.
ახალი სათბური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ხატია წილოსანმა გახსნეს.
„დღეს ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ სადემონსტრაციო ჰაბის შექმნაში, რაც მოგცემს შესაძლებლობას, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიები დავნერგოთ. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, ეს სადემონსტრაციო ჰაბი გახდეს რეგიონული და დარგის ექსპერტები და სტუდენტები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ცენტრალური აზიიდან მოვიდნენ აქ იმისთვის, რომ შეისწავლონ სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები“, – აღნიშნა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.
MASHAV-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოა. დღეისათვის MASHAV-ის პროფესიული სასწავლო კურსები საქართველოდან 1600-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა.
სტუმრებმა წილკნის ბაზაზე პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს. ლაბორატორიაში 2017 წლიდან ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება.