Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ორწლიანი განშორების შემდეგ ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი შერიგდნენ – წყვილი კინოპრემიერაზე

© Instagram / courtesy of Irina Shaykირინა შეიკი და ბრედლი კუპერი
ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
ნიუ-იორკში გილიერმო დელ ტოროს მიერ გადაღებული ახალი ფილმის ,,კოშმარული ხეივანი” Nightmare Alley პრემიერა შედგა. წლის მთავარ კინოპრემიერას მაყურებელი დიდი ხანია ელოდებოდა, რადგან ფილმში მთავარ როლებს ამერიკული კინოს ტოპ-ვარსკვლავები, ბრედლი კუპერი, რუნი მარა და კეიტ ბლანშეტი ასრულებენ.
ირინა შეიკი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
ყვითელი ამბები
ირინა შეიკი იმ დროს გადაიღეს, როდესაც ის გამთენიისას ბრედლი კუპერის სახლს ტოვებდა
კინოპრემიერის სენსაცია გახდა ბრედლი კუპერის გამოჩენა წითელ ხალიჩაზე – 46 წლის მსახიობი პრემიერაზე ირინა შეიკთან ერთად მივიდა, რამაც საბოლოოდ დაადასტურა ინფორმაცია წყვილის შერიგების შესახებ. ირინა შეიკი განსაკუთრებით ლამაზი იყო. ის ულამაზეს კომბინეზონში იყო გამოწყობილი, რომელიც ტყავის აქსესუარებით იყო გაწყობილი.
რამდენიმე კვირის წინ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ქუჩაში ხელკავით სეირნობის დროს გადაიღეს. მას შემდეგ საზოგადოების დიდ ნაწილს ეჭვი გაუჩნდა, რომ წყვილი კვლავ ერთადაა. ეჭვები სულ ცოტა ხნის წინ პრაქტიკულად გამართლდა.
ცოტა ხნის წინ 35 წლის მოდელმა „მადლიერების დღე“ ყოფილი მეუღლის სახლში გაატარა. კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი შეიკი ბრედლის სახლიდან გამოსული გამთენიისას დააფიქსირეს. მას შავი პალტო და მაღალქუსლიანი, კლასიკური ფეხსაცმელი ამშვენებდა და საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა.
ბრედლი კუპერი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
„ის საშინლად ქარიზმატულია“ – ბრედლი კუპერი ლედი გაგასთან ურთიერთობაზე ალაპარაკდა
მას შემდეგ, რაც ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდნენ, წყვილი ერთად არაერთხელ შეუნიშნავთ, მათ 4 წლის ქალიშვილი ლეა ჰყავთ, რომელსაც ერთობლივად ზრდიან.
შეიკისა და კუპერის ურთიერთობა 2015 წლის აპრილში დაიწყო. ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ კუპერი შეიკს ლედი გაგასთან ღალატობდა, მაგრამ ეს ჭორები ლედი გაგამ უარყო. თუმცა, თავის მხრივ, ფილმის გამოსვლიდან მალევე ლედი გაგამ თავისი ქორწილიც ჩაშალა.
ყველა ახალი ამბავი
0