„ის საშინლად ქარიზმატულია“ – ბრედლი კუპერი ლედი გაგასთან ურთიერთობაზე ალაპარაკდა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიბრედლი კუპერი
ბრედლი კუპერი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
2019 წელს გამოსულმა ფილმმა „ვარსკვლავის დაბადება“ კინოსამყარო თავდაყირა დააყენა. მთავარი როლების შემსრულებლებს ლედი გაგასა და ბრედლი კუპერს კი „ოსკარის“ ჯილდო მოუტანა. სწორედ 2019 წელს დაშორდნენ ერთმანეთს ბრედლი და ირინა შეიკი და დღემდე საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე ლედი გაგაა, რადგან მან ბრედლი უბრალოდ მოაჯადოვა.
ირინა შეიკი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
ყვითელი ამბები
ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი შერიგდნენ? – წყვილი პაპარაცებმა გადაიღეს
ცოტა ხნის წინ 46 წლის კუპერმა The Hollywood Reporter-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავის სასცენო პარტნიორზე საოცრად აღფრთოვანებული საუბრობდა. მისი განცხადებით, ლედი გაგა ძალიან ნიჭიერი მსახიობი და მომღერალია, მათი ურთიერთობა კი მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლებოდა, სცენაზე დატრიალებული „ქიმია“ კი მხოლოდ როლის გაგრძელება იყო.
ლედი გაგა - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2020
მსოფლიო დღეს
მოძალადე ახლობელი: ლედი გაგამ სახალხოდ აღიარა, რომ გაუპატიურების მსხვერპლია
ამ სიტყვებით კუპერმა ფაქტობრივად ლედი გაგასთან რომანი უარყო, თუმცა თბილი სიტყვები ნამდვილად არ დაიშურა. „ლედი გაგა საშინლად ქარიზმატული და ლამაზია“, – აცხადებს მსახიობი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ირინა შეიკთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0