https://sputnik-georgia.com/20211202/zurab-pololikashvili-meore-vadit-airchies-262541136.html
ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს
ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს
Sputnik საქართველო
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველი ვადით 2017 წლის მაისში აირჩიეს. 02.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-02T12:49+0400
2021-12-02T12:49+0400
2021-12-02T18:13+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/02/262538987_0:0:2032:1143_1920x0_80_0_0_c2addd371297747f6d0317a0072c564e.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ქართველი დიპლომატი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით დაამტკიცეს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.იანვარში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სხდომაზე არჩეული კანდიდატი დღეს გამართულ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 24-ე სესიაზე მეორე ვადით დაამტკიცეს. პოლოლიკაშვილის კანდიდატურას მხარი ასამბლეის 85-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 26.„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრობა, რადგან საუბარია ტურიზმზე, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგია. ამასთან, ჩვენთვის განსაკუთრებით საპატიოა, რომ ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც არის ძლიერი გარანტია, რომ ჩვენი ხმა ყოველთვის იქნება გაგონილი ამ ორგანიზაციაში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პოლოლიკაშვილმა აქცენტი პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ტურისტული სექტორის სწრაფ აღდგენაზე გააკეთა.მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 24-ე სესიას, რომელიც მადრიდში იმართება, 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.საქართველოს ფორუმზე წარმოადგენენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.ხვალ ოფიციალურად ძალაში შევა რამდენიმე თვის წინ საბერძნეთში მიღებული გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ორგანიზაციის წევრის სტატუსს ოფიციალურად მიიღებს.საქართველოს ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნად დაამტკიცებენ 2021-2025 წლების პერიოდისთვის.ამავე ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 115-ე სესია, რომელსაც საქართველო პირველად დაესწრება. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) – წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში, რომელიც სტაბილური და ყველასთვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებით არის დაკავებული.ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველი ვადით 2017 წლის მაისში აირჩიეს. მაშინ მადრიდში გამართულ სესიაზე მის კანდიდატურას მხარი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმეტესობამ დაუჭირა.ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კანდიდატი საქართველოდან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე აირჩიეს.ვინ არის ზურაბ პოლოლიკაშვილიზურაბ პოლოლიკაშვილი დაიბადა თბილისში 1977 წლის 12 იანვარს. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო საბანკო საქმის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. მაგისტრის ხარისხი მადრიდში მოიპოვა.2001-2005 წლებში "TBC ბანკში" წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა, რის შემდეგაც ერთი წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.2006-2009 წლებში ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი იყო, მომდევნო ერთი წელი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.2011-2012 წლებში საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" დირექტორი იყო.2012 წელს პოლოლიკაშვილი განმეორებით დაინიშნა ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.ფლობს ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, რუსულ და იაპონურ ენებს. დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი.
https://sputnik-georgia.com/20190127/Pololikashvili-Reforms-made-Georgia-one-of-the-leaders-of-tourism-244072916.html
https://sputnik-georgia.com/20211108/turizmisgan-semosavlebi-cxra-tvesi-261881329.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/02/262538987_228:0:2032:1353_1920x0_80_0_0_0ad6eaeb4d9251309e089f3eaa3618f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს
12:49 02.12.2021 (განახლებულია: 18:13 02.12.2021) ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველი ვადით 2017 წლის მაისში აირჩიეს.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ქართველი დიპლომატი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით დაამტკიცეს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
იანვარში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სხდომაზე არჩეული კანდიდატი დღეს გამართულ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 24-ე სესიაზე მეორე ვადით დაამტკიცეს. პოლოლიკაშვილის კანდიდატურას მხარი ასამბლეის 85-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 26.
„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრობა, რადგან საუბარია ტურიზმზე, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგია. ამასთან, ჩვენთვის განსაკუთრებით საპატიოა, რომ ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც არის ძლიერი გარანტია, რომ ჩვენი ხმა ყოველთვის იქნება გაგონილი ამ ორგანიზაციაში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პოლოლიკაშვილმა აქცენტი პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ტურისტული სექტორის სწრაფ აღდგენაზე გააკეთა.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 24-ე სესიას, რომელიც მადრიდში იმართება, 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს ფორუმზე წარმოადგენენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
ხვალ ოფიციალურად ძალაში შევა რამდენიმე თვის წინ საბერძნეთში მიღებული გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ორგანიზაციის წევრის სტატუსს ოფიციალურად მიიღებს.
საქართველოს ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნად დაამტკიცებენ 2021-2025 წლების პერიოდისთვის.
ამავე ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 115-ე სესია, რომელსაც საქართველო პირველად დაესწრება.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) – წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში, რომელიც სტაბილური და ყველასთვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებით არის დაკავებული.
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველი ვადით 2017 წლის მაისში აირჩიეს. მაშინ მადრიდში გამართულ სესიაზე მის კანდიდატურას მხარი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმეტესობამ დაუჭირა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კანდიდატი საქართველოდან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე აირჩიეს.
ვინ არის ზურაბ პოლოლიკაშვილი
ზურაბ პოლოლიკაშვილი დაიბადა თბილისში 1977 წლის 12 იანვარს. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო საბანკო საქმის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. მაგისტრის ხარისხი მადრიდში მოიპოვა.
2001-2005 წლებში "TBC ბანკში" წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა, რის შემდეგაც ერთი წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
2006-2009 წლებში ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი იყო, მომდევნო ერთი წელი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
2011-2012 წლებში საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" დირექტორი იყო.
2012 წელს პოლოლიკაშვილი განმეორებით დაინიშნა ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.
ფლობს ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, რუსულ და იაპონურ ენებს. დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი.