https://sputnik-georgia.com/20211202/youtube-arxi-rusetis-sasamartloebistvis-262546057.html
პირდაპირი ტრანსლაციებისთვის: რუსეთის სასამართლოები YouTube-არხის შექმნას აპირებენ
პირდაპირი ტრანსლაციებისთვის: რუსეთის სასამართლოები YouTube-არხის შექმნას აპირებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის სასამართლოები გეგმავენ შექმნან საკუთარი არხი YouTube-ზე, რომლებზეც სასამართლო დარბაზებიდან ტრანსლაციები და ვიდეოები... 02.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-02T14:15+0400
2021-12-02T14:15+0400
2023-08-17T12:44+0400
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
საზოგადოება
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_97b76421de82f4956888053c8d063a39.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის სასამართლოები გეგმავენ შექმნან საკუთარი არხი YouTube-ზე, რომლებზეც სასამართლო დარბაზებიდან ტრანსლაციები და ვიდეოები აიტვირთება, განაცხადა რუსეთის მოსამართლეთა საბჭოს ხელმძღვანელმა ვიქტორ მომოტოვმა.მომოტოვის თქმით, მოსამართლეთა საბჭო დიდ ძალისხმევას ახმარს სასამართლო სისტემის მუშაობის შესახებ ინფორმირების ერთიანი სისტემის შექმნას, მაგრამ ახლა ერთიან მედიარესურსზე გადასვლაა საჭირო, რომელსაც შეუძლია სრულად გააშუქოს სასამართლო სისტემის საქმიანობა — სასამართლო სისტემის პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად და მართლმსაჯულების მიმართ მოქალაქეების ნდობის გაზრდის მიზნით.ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ YouTube-არხის ამუშავება არც ისე ხარჯიანია. მომოტოვის თქმით, ამჟამად უკვე მიმდინარეობს საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის თემებისა და გადაცემების ჩამონათვალის შემუშავება, რომელთა დახმარებითაც „შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სასამართლო სისტემის მიმდინარე ამბების ტრანსლირება, არამედ საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება ადამიანის დაცვის კუთხით“.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_205:0:2026:1366_1920x0_80_0_0_d84d6ba479e8d5c02e47f35273fe88fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, რუსეთი
პირდაპირი ტრანსლაციებისთვის: რუსეთის სასამართლოები YouTube-არხის შექმნას აპირებენ
14:15 02.12.2021 (განახლებულია: 12:44 17.08.2023) თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის სასამართლოები გეგმავენ შექმნან საკუთარი არხი YouTube-ზე, რომლებზეც სასამართლო დარბაზებიდან ტრანსლაციები და ვიდეოები აიტვირთება,
განაცხადა რუსეთის მოსამართლეთა საბჭოს ხელმძღვანელმა ვიქტორ მომოტოვმა.
„ცხოვრების ახალი რეალობები სოციალურ ქსელებს უკავშირდება... ეს გვაიძულებს, ფეხი ავუწყოთ დროს. საჭიროა აქტიური თანამშრომლობა სოციალურ ქსელებში საჯარო გვერდებთან (ბლოგებთან), საკუთარი ტელეგრამ-არხების შექმნა და ასევე სასამართლო დარბაზებიდან პირდაპირი ტრანსლაცია და ვიდეოების დემონსტრირება YouTube-ზე“, — განაცხადა მან მოსამართლეთა საბჭოს სხდომაზე.
მომოტოვის თქმით, მოსამართლეთა საბჭო დიდ ძალისხმევას ახმარს სასამართლო სისტემის მუშაობის შესახებ ინფორმირების ერთიანი სისტემის შექმნას, მაგრამ ახლა ერთიან მედიარესურსზე გადასვლაა საჭირო, რომელსაც შეუძლია სრულად გააშუქოს სასამართლო სისტემის საქმიანობა — სასამართლო სისტემის პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად და მართლმსაჯულების მიმართ მოქალაქეების ნდობის გაზრდის მიზნით.
ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ YouTube-არხის ამუშავება არც ისე ხარჯიანია.
მომოტოვის თქმით, ამჟამად უკვე მიმდინარეობს საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის თემებისა და გადაცემების ჩამონათვალის შემუშავება, რომელთა დახმარებითაც „შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სასამართლო სისტემის მიმდინარე ამბების ტრანსლირება, არამედ საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება ადამიანის დაცვის კუთხით“.