ხელების მოვლა ზამთარში: შინაურული ნიღბის რეცეპტი და კრემის აკრძალული სახეობა

© Pexels / Linda Prebrezaხელების მოვლა
ხელების მოვლა - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
ცივ სეზონზე ხელების კანს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება, რათა მან დროზე ადრე არ დაკარგოს ელასტიკურობა და ადრეულად არ დაბერდეს.
შემოდგომა-ზამთრობით ადამიანი ბევრად ხშირად ეჯახება ტემპერატურულ ცვლილებებს, ვინაიდან თბილი შენობიდან გაყინულ ქუჩაში გასვლა (ან პირიქით) უწევს, რაც დამღუპველად მოქმედებს ხელების კანზე. იწყება მისი გამოშრობა, ქერცვლა და სკდომაც კი.
ამიტომ, სპეციალისტების თქმით, პირველ რიგში საჭიროა, არ დაგავიწყდეთ ხელთათმანების ჩაცმა გარეთ გასვლისას, რათა ხელები არ გაგეყინოთ. თუმცა კოსმეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ხელების ნაზი კანის გამოშრობა ხელთათმანებსაც შეუძლია. ამიტომ აუცილებელია მკვებავი კრემის გამოყენება.
დიახ, მკვებავი და არა დამატენიანებელი კრემი!
ხალები ქალის სახეზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
რა უნდა იცოდეთ „სიკვდილის სამკუთხედზე“: უკიდურესად სახიფათო ზონა სახეზე
საქმე ისაა, რომ დამატენიანებელი კრემი შემოდგომა-ზამთარში კი არ იცავს, უფრო ვნებს ხელებს, ვინაიდან დერმაში ღრმად ვერ აღწევს და ვერ ქმნის ხელებზე დამცავ ფენას. აი მკვებავი კრემი კი დერმის შიგნით ტენის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

კრემის სწორად წასმა

ცივ ამინდებში ხელების მკვებავი კრემი დღეში 3-4-ჯერ მაინც უნდა წაისვათ. ყოველ შემთხვევაში, ამის გაკეთება გარეთ ნებისმიერი გასვლისას არის აუცილებელი.
შინ დაბრუნებისას არ შეიძლება ხელების ცხელი წყლით დაბანა, რათა ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება აირიდოთ თავიდან. ჯობს საამისოდ ოთახის ტემპერატურის, ან ცოტა შემთბარი წყალი გამოიყენოთ.
რაც შეეხება საპონს, ის უნდა იყოს დამატენიანებელი, ვინაიდან ჩვეულებრივი ან ანტიბაქტერიული საპნები კანს ძალიან აშრობს.
გარდა ამისა, პერიოდულად საჭიროა სკრაბით მკვდარი კანის ჩამოცლაც. ეს არა მარტო დაარბილებს კანს, არამედ მიკროცირკულაციასაც გააუმჯობესებს.
თმის ღებვა სილამაზის სალონში  - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
თუ შეღებილი თმის ფერი არ მოგწონთ: „ჩამორეცხვის“ ხერხები
არც სხვადასხვა ტიპის ნიღბები დაივიწყოთ. მაღაზია-აფთიაქები ხელების ნიღბების ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს, თუმცა მისი დამზადება თავადაც შეგიძლიათ.

ხელის მკვებავი ნიღბის მომზადებისა და გამოყენების წესი

აიღეთ მწიფე ბანანის ნახევარი და კარგად დაჭყლიტეთ, აქციეთ ერთვაროვან მასად;
დაამატეთ მას საშუალო ზომის ერთი გახეხილი სტაფილო და კარგად მოურიეთ;
მიღებულ მასას დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი;
წაისვით ნიღაბი ხელებზე და შეიფუთეთ თბილად, ან ჩაიცვით სპეციალური ხელთათმანები;
გაიჩერეთ ნიღაბი 15-20 წუთით, შემდეგ კი გულდასმით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
ასეთი პროცედურის ჩატარება კვირაში ერთხელ ან ორჯერაა რეკომენდებული.
კოსმეტოლოგებით თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელების კანს ტენის მარაგი სრულად ამოწურული აქვს და გარე დატენიანება აღარაფერს შველის, შეგიძლიათ მიმართოთ ბიორევიტალიზაციის მეთოდს. ეს საუკეთესო და სწრაფი მეთოდია ხელების კანის დასატენიანებლად და მისი ნაადრევად დაბერების თავიდან ასაცილებლად.
გახსოვდეთ: ნებისმიერი კოსმეტოლოგიური პროცედურის ჩასატარებლად მაღალკვალიფიციური სპეციალისტი უნდა შეარჩიოთ!
ყველა ახალი ამბავი
0