თუ შეღებილი თმის ფერი არ მოგწონთ: „ჩამორეცხვის“ ხერხები

CC0 / Pixabay / თმის ღებვა სილამაზის სალონში
თმის ღებვა სილამაზის სალონში  - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
იმისათვის, რომ თმა სწორად „ჩამოირეცხოთ“, რამდენიმე ისეთ რჩევას გაგიზიარებთ, რომელთა ეფექტურობასაც ქალების მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს.

თქვენ კი მეთოდი აირჩიეთ და საქმეს შეუდექით.

წითელი სამყურა - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2020
დამტკიცებულია ექსპერიმენტით: ცნობილია მცენარე თმის ცვენის შესაჩერებლად

არსებობს „ჩამორეცხვის“ ორი გზა:

ქიმიური - რომელიც სწრაფ შედეგს კი იძლევა, მაგრამ თმებს აზიანებს — აშრობს, ხდის მტვრევადს და თავის კანსაც წვავს. არადა, როგორც უნდა მოინდომოთ და რამდენიც უნდა ეცადოთ, ვერაფრით დადგენთ ქიმიური ხსნარის თავზე გაჩერების საჭირო დროს — იმიტომ რომ ვერასდროს გამოიცნობთ საკუთარი თავის კანის წყლისა და ელექტროლიტების ბალანსს.

ნატურალური, ანუ კეფირით — საპარიკმახერო ხელოვნების ბევრი სპეციალისტი ამბობს, რომ კეფირი მხოლოდ  თმის „ჩამოსარეცხი“ საშუალება არ არის, და ეს მოლეკულურ დონეზეა დამტკიცებული. საქმე ისაა, რომ კეფირი დიდი რაოდენობით რძემჟავა ბაქტერიებსა და ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს შეიცავს, რაც თმის ფესვებსაც ამაგრებს, თავის კანის დაზიანებულ მონაკვეთებსაც აღადგენს, კანის მიკრონახეთქებსაც კურნავს და ა.შ.

თმის მდგრადი საღებავები ძუძუს კიბოს რისკს ზრდის: მეცნიერული კვლევა>>

თმის კეფირით „ჩამორეცხვა“ ძალიან მარტივია. კეფირის ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თმის ფერის გასაღიავებლად, ისე მთელ სიგრძეზე თანაბარი ფერის დასაყენებლად.

გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს:

  • აიღეთ ერთ ლიტრამდე კეფირი (რაც უფრო ცხიმიანი იქნება ის, მით უკეთესი), ჩაასხით ჯამში, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი (მზესუმზირის, თალგამის, ზეითუნისა თუ სხვა) და ერთი კოვზი მარილი. ყველაფერი ეს კარგად აურიეთ და მშრალ თმაზე წაისვით, დაიხურეთ ქუდი და გაიჩერეთ დაახლოებით ერთი საათი.
ხვეული თმა - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2020
თმის ფერი სიცოცხლის ხანგრძლივობას განაპირობებს: მეცნიერული კვლევა

თუ პროცედურის გამეორება დაგჭირდებათ, ჯერ თბილი წყლითა და შამპუნით (ცხიმიანი თმებისთვის) ჩამოიბანეთ ნიღაბი, გაიშრეთ თმები და მხოლოდ ამის შემდეგღა წაისვით ის თავიდან.

ეს მეთოდი კარგია, თუ თმის ორი ტონით გაღიავება გსურთ.

გახსოვდეთ: აღნიშნული პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ თვეში ორჯერ.

  • აიღეთ ორი ჭიქა ყველაზე ცხიმიანი კეფირი, დაამატეთ ორი სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და სამი სუფრის კოვზი არაყი. აურიეთ კარგად, ცოტა შეათბეთ (დაახლოებით 40 გრადუსამდე) და თმის მთელ სიგრძეზე თანაბრად წაისვით. შემდეგ დაიფარეთ ცელოფანი ან ქაღალდის პირსახოცი და გაიჩერეთ დაახლოებით ორი საათი.

ეს მეთოდი თმას ერთი ან ერთნახევარი ტონით აუფერულებს. თუ კანზე მცირე წვა იგრძენით, არ შეშინდეთ — ეს არყის გავლენაა.

  • გამოიყენება მხოლოდ კეფირი — ყოველგვარი დამატებითი ინგრედიენტის გარეშე. ასეთი „სუფთა“ ნიღაბი სამართლიანად მიიჩნევა თმისა და თავის კანის მკვებავად.
ყველა ახალი ამბავი
0