https://sputnik-georgia.com/20211202/saqartvelo-sesazloa-kvlav-darces-evrokavsiris-fulis-garese-mosamartleta-danisvnis-gamo-262558243.html
საქართველო შესაძლოა კვლავ დარჩეს ევროკავშირის ფულის გარეშე მოსამართლეთა დანიშვნის გამო
საქართველო შესაძლოა კვლავ დარჩეს ევროკავშირის ფულის გარეშე მოსამართლეთა დანიშვნის გამო
Sputnik საქართველო
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშეწყობისკენ მოუწოდა 02.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-02T21:05+0400
2021-12-02T21:05+0400
2021-12-02T21:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23537/95/235379541_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_ef5e8d1d6c74727f7831f5e429a1fbc1.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. ევროკავშირმა შესაძლოა უარი თქვას საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერაზე, თუ ის არ მიაღწევს პროგრესს რიგ საკვანძო რეფორმის კუთხით, პირველ რიგში, ეს ეხება სასამართლო რეფორმას, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო საზოგადოებრიობის კრიტიკის მიუხედავად დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს ოთხი ახალი მოსამართლე.ევროკავშირის წარმომადგენლობამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობას, განამტკიცოს მისი ხარისხი ფართო ინკლუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით.„ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მზადყოფნისა, სრულად დაუჭიროს მხარი ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული სასამართლო რეფორმის ჩათვლით“, - ნათქვამია განცხადებაში.შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით დაიდო, მათ შორის გულისხმობდა სასამართლო რეფორმის გატარებას. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დასავლელმა პარტნიორებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისგან, სანამ რეფორმა არ გატარდება.მოსამართლეების დანიშვნამდე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ პარლამენტში დაწყებული პროცესი არ შეესატყვისება არც 19 აპრილის შეთანხმებას, არც ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობებს. უფრო ადრე მან განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმის პირობების შეუსრულებლობის გამო საქართველომ მაკროფინანსური დახმარების 75 მლნ ევრო დაკარგა 2021 წლის სექტემბერში.მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 2019 წლამდე საქართველოში არასდროს ყოფილა მოსამართლეების დანიშვნის ისეთი გამჭვირვალე ფორმა, როგორიც ახლაა.გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა და რეფორმა გაატარა, ამ საკითხში ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ.
https://sputnik-georgia.com/20211202/evrokavsiri-saqartvelos-moldovasa-da-ukrainas-50-miliuon-evroze-mets-gamouyofs-262554518.html
https://sputnik-georgia.com/20211201/yvelafris-miuxedavad-saqartvelos-parlamentma-uzenaesi-sasamartlos-mosamarteebi-danisna-262527757.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23537/95/235379541_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_cdf9d7b525f98120dc15039a6b46f9f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო შესაძლოა კვლავ დარჩეს ევროკავშირის ფულის გარეშე მოსამართლეთა დანიშვნის გამო
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშეწყობისკენ მოუწოდა
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. ევროკავშირმა შესაძლოა უარი თქვას საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერაზე, თუ ის არ მიაღწევს პროგრესს რიგ საკვანძო რეფორმის კუთხით, პირველ რიგში, ეს ეხება სასამართლო რეფორმას, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის
განცხადებაში.
ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო საზოგადოებრიობის კრიტიკის მიუხედავად დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს ოთხი ახალი მოსამართლე.
„ბოლოდროინდელი დანიშვნები ეწინააღმდეგება ამა წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს... ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ“, - ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობას, განამტკიცოს მისი ხარისხი ფართო ინკლუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით.
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მზადყოფნისა, სრულად დაუჭიროს მხარი ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული სასამართლო რეფორმის ჩათვლით“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით დაიდო, მათ შორის გულისხმობდა სასამართლო რეფორმის გატარებას. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დასავლელმა პარტნიორებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისგან, სანამ რეფორმა არ გატარდება.
მოსამართლეების დანიშვნამდე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ პარლამენტში დაწყებული პროცესი არ შეესატყვისება არც 19 აპრილის შეთანხმებას, არც ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობებს. უფრო ადრე მან განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმის პირობების შეუსრულებლობის გამო საქართველომ მაკროფინანსური დახმარების 75 მლნ ევრო დაკარგა 2021 წლის სექტემბერში.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 2019 წლამდე საქართველოში არასდროს ყოფილა მოსამართლეების დანიშვნის ისეთი გამჭვირვალე ფორმა, როგორიც ახლაა.
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა და რეფორმა გაატარა, ამ საკითხში ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ.