როდის დაინერგება ბაზრობებზე სალარო აპარატები?

© photo: Sputnik / საკოლმეურნეო ბაზარი
საკოლმეურნეო ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
2021 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში 201 ბაზარი ფუნქციონირებდა, რომელთა მესამედიც თბილისშია.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაარეგისტრირა, რომლის თანახმად, ბაზრობებზე მოვაჭრეთათვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება ერთი წლით გადავადდა.
თავიდან იყო ვარაუდი, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან ბაზრობებზე დასაქმებული ყველა მოვაჭრე უნდა დარეგისტრირებულიყო როგორც მეწარმე და აუცილებლად უნდა ჰქონოდა სალარო აპარატი.
პარლამენტის მხრიდან ცვლილებების მხარდაჭერის შემთხვევაში აღნიშნული ნორმა 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
მედიკამენტებზე ფასები დარეგულირდება: მთავრობა კანონპროექტს ამზადებს
შესაბამისად, მაშინ შევა ძალაში ნორმა, რომელიც ჯარიმების სისტემის შემოღებას და უკანონო ვაჭრობის აღკვეთას ითვალისწინებს იმ მოვაჭრეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ სალარო აპარატები.
2021 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში 201 ბაზარი ფუნქციონირებდა, რომელთა მესამედიც თბილისშია განთავსებული.
რეგიონებში ბაზრების ყველაზე მეტი რაოდენობა განთავსებულია იმერეთში, ყველაზე ნაკლები რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
ბაზრების ძირითადი ნაწილი სასურსათოა, არასასურსათო პროდუქციით კი ბაზრების მესამედი ვაჭრობს.
ყველა ახალი ამბავი
0