ქართული ვაშლი ძირითადად რუსეთში გადის

© photo: Sputnik / Stringerვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
ფერმერები არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოდან 1 აგვისტოდან დღემდე 2.982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
საანგარიშო პერიოდში ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთში – 2.977 ტონა. დანარჩენი 5 ტონა კი მეზობელ სომხეთში გავიდა.
საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 50%-ით გაიზარდა.
ვაშლის ექსპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ახალი ბაღების გაშენების დასახმარებლად ხორციელდება პროგრამა „დანერგე მომავალი“. ამ პროგრამის ფარგლებში ვაშლის ბაღები 1.128 ჰექტარზე გაშენდა.
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
საქართველოში 31 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა
ხილის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განხორციელდა. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.
საქართველოს მთავრობა წელს, ისევე, როგორც შარშან, ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის ფიქსირებულ ფასში რეალიზებაში ეხმარება.
სუბსიდირების პროგრამის თანახმად, სახელმწიფო 0,1 ლარს აუნაზღაურებს ხილის გადამმუშავებელ კომპანიებს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0,22 ლარად შეისყიდიან. ფერმერები არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის სტიმულირების პროგრამა ეხმარება ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის მისაღებ ფასად რეალიზაციაში. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.
ყველა ახალი ამბავი
0