https://sputnik-georgia.com/20211125/saqartveloshi-31000-tona-arastandartuli-vashli-gadamushavda-262349526.html
საქართველოში 31 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა
საქართველოში 31 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა
Sputnik საქართველო
ფერმერები არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეძლებენ. 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T12:35+0400
2021-11-25T12:35+0400
2021-11-25T21:11+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23444/56/234445674_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_8cef31fec1d34a74090cf5495187b8d0.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 31 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია გადამუშავებული, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს მთავრობა წელს, ისევე, როგორც შარშან, ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის ფიქსირებულ ფასში რეალიზებაში ეხმარება.სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 საწარმო იბარებს.ქვეყანაში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი 10 სექტემბერს დაიწყო. ფერმერებს სამრეწველო ვაშლის ჩაბარება შეუძლიათ იმ საწარმოებში, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართული. სამრეწველო ვაშლის დაბინავების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამას ახორციელებს. სუბსიდირების პროგრამის თანახმად, სახელმწიფო 0,1 ლარს აუნაზღაურებს ხილის გადამმუშავებელ კომპანიებს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0,22 ლარად შეისყიდიან. ფერმერები ვაშლის ჩაბარებას 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეძლებენ.არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის სტიმულირების პროგრამა ეხმარება ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის მისაღებ ფასად რეალიზაციაში. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.
https://sputnik-georgia.com/20211124/qartuli-vashli-gazvirda-eqsporti-ki-shemcirda-262312624.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23444/56/234445674_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_3b3c0600f35c2e3ad332dc1daa5c24a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოში 31 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა
12:35 25.11.2021 (განახლებულია: 21:11 25.11.2021) ფერმერები არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 31 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია გადამუშავებული,
ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობა წელს, ისევე, როგორც შარშან, ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის ფიქსირებულ ფასში რეალიზებაში ეხმარება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 საწარმო იბარებს.
„არასტანდარტული ვაშლისგან მიღებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე იყიდება და ჩვენი ქვეყანა 4-დან 5 მილიონამდე ევროს შემოსავალს იღებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
ქვეყანაში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი 10 სექტემბერს დაიწყო. ფერმერებს სამრეწველო ვაშლის ჩაბარება შეუძლიათ იმ საწარმოებში, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართული.
სამრეწველო ვაშლის დაბინავების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამას ახორციელებს. სუბსიდირების პროგრამის თანახმად, სახელმწიფო 0,1 ლარს აუნაზღაურებს ხილის გადამმუშავებელ კომპანიებს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0,22 ლარად შეისყიდიან. ფერმერები ვაშლის ჩაბარებას 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის სტიმულირების პროგრამა ეხმარება ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის მისაღებ ფასად რეალიზაციაში. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.