კალაძე: თავის დროზე „ინტერ რაოს" 200 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი ვუთხარი

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი რუსულ ენერგოჰოლდინგთან საქმის წაგებაში საკუთარ პასუხისმგებლობას უარყოფს.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. შეთანხმებას „ინტერ რაოსთან" წინა ხელისუფლებამ მოაწერა ხელი, განაცხადა ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსულ კომპანიასთან საქართველოს სასამართლო დავის კომენტარისას.
საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველო ვალდებულია რუსული ენერგოჰოლდინგის „ინტერ რაოს" შვილობილ კომპანიებს 80,5 მლნ აშშ დოლარი გადაუხადოს.

„რაც შეეხება არსებულ დავას, თავის დროზე, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მოთხოვნა იყო, კახა კალაძეს ხელი მოეწერა იმაზე, რომ ამ კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარი გადაგვეხადა. ამას, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის (სარჩელის) ნაწილობრივ დაკმაყოფილება", – განაცხადა კალაძემ.

ოპოზიციურმა ტელეარხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე კალაძის ყოფნის დროს საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ინტერ რაოს" შორის გაფორმდა შეთანხმება გრიფით "საიდუმლო".
„ინტერ რაო - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
საქართველომ „ინტერ რაოსთან" დავის შესახებ სტოკჰოლმის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
„კახა კალაძეს არანაირი „გრიფით „საიდუმლო" ხელშეკრულება არ დაუდია. ამ ხელშეკრულებას 2007 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს დაედო გრიფი „საიდუმლო". შესაბამისად, ჩემი მინისტრობის დროს ეს ხელშეკრულება დამხვდა. გამოძიება რაზე დაიწყოს? 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდნენ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს? ესეც ჯერ დასადგენია, რადგან გასაჩივრებულია ზედა ინსტანციაში", – განაცხადა კალაძემ.
სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა „ინტერ რაოს" შვილობილმა კომპანიებმა Gardabani Holdings-მა, რომელიც ორ ქართულ ჰესს - „ხრამი-1"-სა და „ხრამი-2"-ს ფლობს, და Silk Road Holdings-მა , რომელსაც ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის" (ემსახურება თბილისს) 75% ეკუთვნის. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის დევალვაციით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას ითხოვდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0