იმერეთსა და რაჭაში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

© Facebook / Representatives of Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaსახერხი საამქრო
სახერხი საამქრო - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშას მიმდებარე ტყეში და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, მდინარე ღარულას მიმდებარედ გამოავლინეს.
ტყის ჭრა, ცული - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
ხეტყის უკანონო ჭრა: კახეთში 26 ფაქტი დაფიქსირდა
ხარაგაულში სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მოქალაქეს ასევე განთავსებული ჰქონდა 0,8 კუბური მეტრი წაბლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ყველა ახალი ამბავი
0