https://sputnik-georgia.com/20211122/xetyis-ukanono-chra-kaxetshi-26-paqti-dapiqsirda-262283449.html
ხეტყის უკანონო ჭრა: კახეთში 26 ფაქტი დაფიქსირდა
ხეტყის უკანონო ჭრა: კახეთში 26 ფაქტი დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
გამოვლენილი ფაქტებიდან ორი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 22.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-22T17:35+0400
2021-11-22T17:35+0400
2021-11-22T23:17+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845684_0:45:1920:1125_1920x0_80_0_0_ab98bbf2c28c679e2c9d550651ef987e.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. კახეთის რეგიონში ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სამართალდარღვევები გამოვლენილია ლაგოდეხის, ყვარლის, საგარეჯოს, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.უწყების ცნობით, მოქალაქეებმა სატყეო უბნებსა და შპს „ფაუნას“ ტერიტორიაზე უკანონოდ დაამზადეს დაახლოებით 58 კუბური მეტრი საშეშე მერქანი და მორი, შემდეგ კი მათი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან ორი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.ამ დროისათვის სამართალდამრღვევთა სატრანსპორტო საშუალებები დალუქულია, მათ მიმართ კი ოქმები კოდექსის შესაბამისი მუხლებით შედგა.მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20210610/xetyis-ukanono-Wra-251988715.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845684_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_791df01e41fc8c15445a65238b979dbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ხეტყის უკანონო ჭრა: კახეთში 26 ფაქტი დაფიქსირდა
17:35 22.11.2021 (განახლებულია: 23:17 22.11.2021) გამოვლენილი ფაქტებიდან ორი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. კახეთის რეგიონში ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა,
ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ლაგოდეხის, ყვარლის, საგარეჯოს, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.
უწყების ცნობით, მოქალაქეებმა სატყეო უბნებსა და შპს „ფაუნას“ ტერიტორიაზე უკანონოდ დაამზადეს დაახლოებით 58 კუბური მეტრი საშეშე მერქანი და მორი, შემდეგ კი მათი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან ორი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ამ დროისათვის სამართალდამრღვევთა სატრანსპორტო საშუალებები დალუქულია, მათ მიმართ კი ოქმები კოდექსის შესაბამისი მუხლებით შედგა.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.